“ქვეყანა სურსათის დეფიციტის საშიშროების წინაშე არ დგას” – ლევან დავითაშვილი

  •  

 “კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, ქვეყანაში უსაფრთხოების გამკაცრებული რეჟიმი მოქმედებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობას სურსათის დეფიციტის შექმნის უნდა ეშინოდეს. ყველა კრიზისულ სიტუაციაში, ყველაზე დიდი სირთულე არის პანიკა, პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. ქვეყანა სურსათის დეფიციტის შექმნის საშიშროების წინაშე არ დგას”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითვალისწინებს როგორც გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ასევე სხვადასხვა წამყვანი ქვეყნის პრაქტიკასა და რეკომენდაციებს. „ძირითად სასურსათო კატეგორიებზე სამინისტრო მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს.…

მეტი...

მთავრობა კაზინოებს, სლოტკლუბებსა და ტოტალიზატორებს დროებით მუშაობის შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს

  •  

 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო რეკომენდაციას აძლევს მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ კაზინოებს, სლოტკლუბებს და ტოტალიზატორებს, კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, დროებით შეაჩერონ მუშაობა, რათა თავიდან იყოს აცილებული დახურულ სივრცეებში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაციისგან თავის არიდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიიღო. ამასთან, საბჭო მოუწოდებს სექტორში მოქმედ კერძო ბიზნესს, შექმნილი ვითარების ფონზე, გამოავლინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინება არ ასახონ თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე. მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

მეტი...

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება

  •  

 საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება. საქართველო მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს. „აღსანიშნავია, რომ თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ასევე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტები“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

მეტი...

“გვაქვს ინფორმაცია, რომ დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, გავიდნენ სამსახურში” – პაატა იმნაძე

  •  

 “გვაქვს ინფორმაცია, რომ დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, გავიდნენ სამსახურში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოში დაბრუნებულ პირებს, მოერიდონ თავიანთ ახლობლებს და მაქსიმალურად დაიცვან თვითიზოლაცია თუ კარანტინის რეჟიმი. „იცით, რომ პოლიცია აქტიურად ეხმარება უკვე საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკებს და თუ არ ვცდები 10-ზე მეტია, რომლებიც იძულებით გადაიყვანეს კარანტინზე, რადგან არღვევდნენ თვითიზოლაციის წესებს. ეს მუშაობა გაგრძელდება და მოვუწოდებ ყველას, დაიცვან თვითიზოლაციის წესები. ჩვენ მოგვდის ინფორმაცია, რომ დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რომ გავიდნენ სამსახურში. ჩვენ თავს ვიკავებთ,…

მეტი...

შეზღუდვები დანიიდან, შვეიცარიიდან და ნორვეგიიდან შემომსვლელებზეც დაწესდება

  •  

 უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება  მიიღო საზღვარზე კიდევ დამატებითი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შეზღუდვები დამატებით წესდება შვეიცარიასთან, ნორვეგიასა და დანიასთან. აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული პირები ვალდებულნი არიან: 1. წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში, ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ. 2. PCR ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და შემდეგ, სავალდებულო 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ…

მეტი...

შსს-ს მოქალაქეთა მომსახურების სივრცეებში მინის დამცავი ბარიერების მონტაჟი დაიწყო

  •  

 მოქალაქეთა მომსახურების სივრცეებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, ოპერატორთა სამუშაო მაგიდებზე მინის დამცავი ბარიერების მონტაჟი დაიწყო. პარალელურად, უწყების ყველა დეპარტამენტში, რეგულარულად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. სწორედ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეული 14, 17 და 19 მარტს, წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება. “კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების მართვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ ფილიალში, თანამშრომელთა სამუშაო მაგიდაზე დამონტაჟდა მინის დამცავი ბარიერები. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში, ბარიერების დამონტაჟება ეტაპობრივად განხორციელება,” – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ,…

მეტი...

ადვოკატმა პრეზიდენტს გიგი უგულავას გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა

  •  

 გიგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიმ საქართველოს პრეზიდენტს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. როგორც ადვოკატი განმარტავს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება გუშინ შეიტანეს. „საქართველოს საერთაშორისო მეგობრების დახმარებით საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც განსხვავებების მიუხედავად მხარეები თანხმდებიან, რომ საჭიროა რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შეიძლება აღქმული იქნეს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზება, მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. ფაქტია, რომ პოლიტიკური ოპოზიცია და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ასე აღიქვამს რიგი პოლიტიკური ფიგურების და მათ შორის გიგი უგულავას პატიმრობას. პრეზიდენტისთვის ალბათ ცნობილია, რომ შეთანხმების მიღწევამდე გიგი უგულავამ მიმართა საზოგადოებასა და კოლეგებს…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  •  

 საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის აცხადებს, რომ ხუთი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, სავარაუდოდ იტალიასთან არის დაკავშირებული „ერთადერთი ვიცი, რომ იტალიასთან არის დაკავშირებული, მაგრამ თავად იყვნენ იტალიაში, თუ იქიდან ჩამოსულმა დაასნებოვნეს, ამას გავიგებ მას შემდეგ, რაც დავუკავშირდები თანამშრომლებს“, – განაცხადა ცერცვაძემ. ქვეყანაში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში – 418 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 54.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

  •  

 ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაია განცხადებით, პაციენტს რომელიც პირველი იყო ვისაც საქართველოში ახალი კორონავირუსი პირველს აღმოაჩნდა მდგომარეობის გადამოწმების მიზნით, ჩაუტარდა ტესტი, რომელის პასუხიც უარყოფითია. „გუშინ მასთან განმეორდა ტესტირება და პასუხი მივიღეთ უარყოფით. ეს ძალიან კარგი ფაქტია, მაგრამ წესის მიხედვით აუცილებელია, 24 საათის ინტერვალში კიდევ ერთხელ განმეორდეს ანალიზი და როცა მივიღებთ კვლავ უარყოფით პასუხს, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულია და ეს იქნება პირველი პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მამაკაცი, რომელსაც საქართველოში პირველს დაუდასტურდა კორონავირუსი ირანში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.

მეტი...

“თვითმფრინავი ჰაერში დაიშალა, პილოტს ლიცენზია არ ჰქონდა” – ემილიანო სალას დაღუპვის დეტალები

  •  

 BBC-ს ინფორმაციით, საავიაციო შემთხვევების გამოძიების ბრიტანულმა კომისიამ გამოაქვეყნა იმ თვითმფრინავის დაღუპვის საბოლოო დასკვნა, რომელშიც არგენტინელი ფორვარდი ემილიანო სალა იჯდა.  დასკვნის მიხედვით, ავარია მოხდა თვითმფრინავ PA 46 Malibu-ზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ. საფრენმა აპარატმა, პრაქტიკულად, ჰაერში დაშლა დაიწყო მას შემდეგ, რაც პილოტმა დევიდ იბოტსონმა მაღალ სიჩქარეზე მანევრირება სცადა და მართვა დაკარგა. ამასთან, პილოტისა და ფეხბურთელის დაღუპვა გამოიწვია მომწამვლელმა აირმა. ამასთან, თვითმფრინავს არ ჰქონდა ხელსაწყო, რომელიც ამ აირის კონცენტრაციას გაზომავდა. გარდა ამისა, იბოტსონს არ გააჩნდა ევროპასა და ბრიტანეთს შორის ფრენისთვის საჭირო შესაბამისი ლიცენზია. ემილიანო სალა გასული წლის იანვარში „ნანტიდან” „კარდიფში” სათამაშოდ უნდა გადასულიყო,…

მეტი...

თბილისის უფასო სასადილოებში მომსახურების წესები დროებით იცვლება

  •  

 თბილისის უფასო სასადილოებში მომსახურების წესების დროებით შეცვლა იგეგმება.  ამის შესახებ დედაქალქის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მერმა აღნიშნა, ახალი წესები 16 მარტიდან ამოქმედდება და იქნება დროებითი. 1.  პირველ რიგში, ორშაბათიდან, უფასო სასადილოები, ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანებს, კუთვნილ საკვებს,  სასადილოში აღარ მიართმევენ, არამედ გაატანენ სახლში, რათა ადგილზე არ მოხდეს ბევრი ადამიანის თავშეყრა და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ვირუსის გავრცელების დამატებითი რისკისგან; 2.  ამასთან, ცხადია გავაგრძელებთ ყველა უფასო სასადილოს (62 გამცემი პუნქტის) ყოველდღური დეზინფექციას და სტერილიზებას საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით; 3. სასადილოს მომსახურე პერსონალი  სრულად უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი…

მეტი...

“საქართველოს მთავრობამ მყისიერი და ძლიერი ზომები მიიღო ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით” – ჩინეთის ელჩი

  •  

 “საქართველოს მთავრობამ, პრემიერის ხელმძღვანელობით, მყისიერი და ძლიერი ზომები მიიღო იმისათვის, რომ მოეხდინა სრული მობილიზაცია. მთავრობის მიერ ჩამოყალიბებულმა მექანიზმმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კორონავირუსის გავრცელების შეჩერებაში”, – განაცხადა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლი იენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე ხვთისიაშვილთან შეხვედრის შემდეგ. მინისტრის მოადგილემ ჩინეთის მხარეს მადლობა გადაუხადა კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერისთვის. ჩინელ დიპლომატს ასევე მიეწოდა ინფორმაცია ვირუსის გავრცელების მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებაზე; იმ ქმედებებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა მიმართავს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით; ასევე, როგორი სახის აკრძალვებს, თუ შეზღუდვებს მიმართავს ქვეყანა დაავადების შემდგომი…

მეტი...

საქართველოს საელჩო აშშ-ში მყოფ ქართველებს ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მიმართავს

  •  

 აშშ-ში საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. „​კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან გამკლავების მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის მაშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც გულისხმობს მთავრობის მხრიდან დამატებითი ფინანსური სახსრების, კონკრეტულად 50 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ეროვნული მაშტაბით კორონავირუსის საპასუხო ზომების მისაღებად. დამატებითი რესურსი განკუთვნილია ქვეყნის მაშტაბით კორონავირუსის (COVID-19) ტესტირების საშუალებების რაოდენობის გასაზრდელად, სამედიცინო ცენტრებში და სხვა შესაბამის დაწესებულებებში მომსახურეობის დასახვეწად. საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით აშშ-ის შესაბამისი სტრუქტურებიდან მონაცემების დაზუსტებისა და დამატების შესაბამისად, განვაახლებთ თქვენთვის ინფორმაციას. თუ კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომები (ცხელება, ხველა,…

მეტი...