ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დედის დღე აღნიშნეს

  •  

 ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მე-12 ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ დედის დღე აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ სადილზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა და მე-12 ბატალიონის ხელმძღვანელობამ, თავდაცვის სამინისტროს სახელით, სამშვიდობო მისიაში მყოფ ქალ სამხედრო მოსამსახურეებს დედის დღე მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. მათ 3 მარტი „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” მყოფ ყველა დედას მიულოცეს და მისიის მშვიდობით დასრულება უსურვეს.

მეტი...

ევროვიზია 2020-ზე თორნიკე ყიფიანის სიმღერა და კლიპი ცნობილია (ვიდეო)

  •  

 დღეს ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერის – Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ“) და ვიდეოს პრეზენტაცია შედგა. სიმღერისა და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია. სიმღერის არანჟირებაზე თორნიკე ყიფიანმა ალეკო ბერძენიშვილთან ერთად იმუშავა, რომელიც მარიკო ლეჟავასთან და მარიამ შენგელიასთან ერთად მისი ბექვოკალია. თორნიკე ყიფიანის სიმღერაზე გადაღებული ვიდეო განთავსდა ასევე ვებგვერდზე Eurovision.tv თორნიკე ყიფიანის სიმღერის თიზერი გუშინ გავრცელდა. ევროვიზიის სიმღერის 65-ე კონკურსს 12, 14 და 16 მაისს როტერდამი მასპინძლობს. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მაყურებლის წინაშე 14 მაისს წარდგება.

მეტი...

იდაყვის შეხებით მისალმება, ფეხით ფეხზე შეხება – კორონავირუსმა ეტიკეტის ახალი წესები დაამკვიდრა

  •  

 ბრიტანული გამოცემა The Guardian სტატიას აქვეყნებს იმის შესახებ, თუ როგორ ცვლის კორონავირუსის გავრცელება სოციალურ ურთიერთქმედებას მსოფლიოში, განსაკუთრებით კი დასავლურ სამყაროში. გამოცემას ბოლო დღეების განმავლობაში დაფიქსირებული ამის ყველაზე ნათელი მაგალითები მოჰყავს. როდესაც გერმანიის კანცლერმა ხელი გაუწოდა შს მინისტრს, მან უარი განაცხადა ხელის ჩამორთმევაზე. კორონავირუსამდე ამგვარი საქციელს ცუდ მანერებს მიაწერდნენ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 150 შემთხვევა დაფიქსირდა, ანგელა მერკელმა გაიღიმა და განაცხადა, რომ მინისტრი სწორად მოიქცა. იტალიაში, კორონავირუსის საკითხზე ქვეყნის სპეციალურმა კომისარმა, ანჯელო ბორელიმ აღნიშნა, რომ იტალიელების დემონსტრაციული ბუნება ვირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა ასევე მოუწოდა…

მეტი...

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 5 ახალი პაციენტი შეიყვანეს

  •  

 ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 5 ახალი პაციენტი შეიყვანეს. ამის შესახებ განცხადება ინფექციურ საავადმყოფოსთან ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ გააკეთა. მისი თქმით, ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ისევ უცვლელი რჩება და სამია. რაც შეეხება ამ მომენტისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში პაციენტების რაოდენობას, იქ 28 ადამიანი იმყოფება. მისი თქმით, ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიაში 11 პაციენტის ანალიზია გადაგზავნილი, რომელზეც პასუხი, სავარაუდოდ, შუაღამით იქნება.

მეტი...

“დაწყებული გვაქვს მუშაობა იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ ქვეყნის ამ ჩიხიდან გამოსასვლელად როცა ივანიშვილს დავამარცხებთ” – გიგა ბოკერია

  •  

 „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბებიან, ყველა ფუნდამენტურ საკითხზე ერთ პოზიციაზე არიან.  „ბატონ თალაკვაძეს და ყველა მისნაირს მინდა ვურჩიო, მიუტანონ ივანიშვილს ამბავი, თუ მის ინტერესშიც არის გონს მოსვლა, მაშინ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. ზოგადად საუბარი და იმის იმედად ყოფნა, რომ ვიღაც მოტყუვდება ან რაღაც ინტრიგებით შედეგს მიაღწევს, არის სისულელე. არაფრის მომტანია არც მისთვის, არც ქვეყნისთვის. გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ქვეყანაში რეპრესიების შეწყვეტის, პოლიტიკური პატიმრების გაშვების და რეალური საარჩევნო კომპრომისის. რასაც დაპირდა ხალხს თვითონ, რომ არჩევნები პროპორციული უნდა იყოს. სრულად პროპორციული სამწუხაროდ ვერ იქნება,…

მეტი...

იტალიაში, კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი საავადმყოფოდან გაიქცა

  •  

 იტალიური გამოცემის ცნობით, იტალიის ქალაქ კომოში კორონავირუსით ინფიცირებული 71 წლის მამაკაცი საავადმყოფოდან ტაქსით გაიქცა.  მომხდარის შესახებ საავადმყოფოს პერსონალმა პოლიციას შეატყობინა. კარაბინიერებმა მამაკაცი პალატაში დააბრუნეს. ამასთან, მამაკაცი თავის საქციელს იმით ხნის, რომ მისი შვილი ექიმია და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებოდა. პაციენტს მთავრობის დადგენილების დაუმორჩილებლობა წაუყენეს ბრალად. ტაქსის მძღოლმა, რომელმაც მამაკაცი საავადმყოფოდან სახლში წაიყვანა, ამბობს, რომ არ იცოდა, რომ მგზავრს კორონავირუსი ჰქონდა. თავად ტაქსის მძღოლი ამჟამად თვითიზოლაციაშია.

მეტი...

ტემპერატურის მომატებასთან ერთად, შესაძლოა, კორონავირუსის ინტენსივობამ იკლოს

  •  

 “არის პროგნოზი, რომ  ტემპერატურის მომატებასთან ერთად, ვირუსის ინტენსივობამ იკლოს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამირან გამყრელიძის განმარტებით კორონავირუსის აღნიშნული ქვეტიპი ახალია და მისი ქცევის ფორმატი მეცნიერებმა ჯერ კარგად არ იციან. „ეს ინფორმაცია მითი არ გახლავთ, რადგან რესპირაციული ვირუსია და ზოგადად, რესპირაციული ვირუსებისთვის დამახასიათებელია სეზონურობა. არის პროგნოზი, რომ ტემპერატურის მომატებასთან ერთად, შეიძლება, ამ ვირუსის ინტენსივობამ იკლოს, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ვირუსის ეს ქვეტიპი და შტამი  ახალია, რომლის ისტორიაც მხოლოდ ორი თვეა. ჯერ არ იციან მეცნიერებმა კარგად ამ ვირუსის ქცევის ფორმატი. აქედან გამომდინარე, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, დიდი ალბათობით, ამ ვირუსის ვირულენტობა თანდათან შემცირდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

“ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო არის ფული, უნდა ვეცადოთ, რომ ანგარიშსწორებები ელექტრონული იყოს” – ამირან გამყრელიძე

  •  

 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხემძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მოქალაქეებს კიდევ ერთი რეკომენდაციით მიმართა. გამყრელიძის თქმით, ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო არის ფული. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, უმჯობესია, თუ ე.წ. ქეშ ფულს არ გამოიყენებენ. „ერთ-ერთი წყარო გავრცელებისა გახლავთ ფული, ბანკნოტები. მინდა დღეს მოვუწოდო ბანკებს, განსაკუთრებით იმ ბანკებს, ვინც არიგებენ ე.წ. ქეშით პენსიებს, ზოგადად მოსახლეობას, შესაძლოა ჩვენთვის ნაკლებად დამაზიანებელია, რადგან შიდა გავრცელება არ გვაქვს და ამ მეთოდებს იყენებდა ჩინეთი, მაგრამ რაც უფრო გამოვიყენებთ ამ ტიპის პრევენციულ ღონისძიებებს, მით უფრო დავიცავთ თავს. ჩინეთი ამ პერიოდში მთლიანად გადავიდა ვირტუალურ…

მეტი...

“ჭაჭა შეგიძლიათ გააზავოთ წყალში, მას ანტისეპტიკური თვისებები აქვს” – ამირან გამყრელიძე

  •  

 “ჭაჭა დასალევად კი არ შველის, ის შეგიძლიათ გააზავოთ წყალში, ანტისეპტიკური თვისებები აქვს და შეიძლება გამოიყენოთ,” – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ზომებზე საუბრისას. მისი თქმით, ვირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, ანტისეპტიკურ საშუალებებზე დეფიციტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშია და სანამ პრობლემა აღმოიფხვრება, შესაძლებელია სხვა საშუალებების გამოყენება. “დღეს ამ საშუალებებთან დაკავშირებით ძალიან ინტენსიურად მუშაობენ ფარმაცევტული კომპანიები საქართველოში და ყველგან, რომ ეს დეფიციტი ყველგან სწრაფად აღმოიფხვრას, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ გვაქვს სხვა საშუალებებიც. საპნის დეფიციტი ნამდვილად არ არის, შეგვიძლია საპნით დავიბანოთ ხელი. ხომ იყო გადმოცემები, ჭაჭა შველისო?!…

მეტი...

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები შესაძლოა, გადაიდოს

  •  

 “სიენენის” ინფორმაციით, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები შესაძლოა, გადაიდოს. გავრცელებული ვერსიით, ოლიმპიური თამაშები შესაძლოა, წლის ბოლომდე გადაიდოს. თუმცა იაპონიის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ოლიმპიური თამაშები როგორც დაგეგმილია, 24 ივლისს გაიხსნას. ოლიმპიური თამაშების შესაძლო გადადებაზე განცხადება ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების მინისტრმა, სეიკო ჰაშიმოტომ გააკეთა.

მეტი...

კორონავირუსის გამო, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში სპეციალური წესები ამოქმედდა

  •  

 საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში შემომსვლელმა ყველა გემმა ჯანმრთელობის საერთაშორისო წესები უნდა დაიცვას. „საქართველოს პორტებში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მიღებული ცირკულარის შესაბამისად მოქმედებს შემდეგი წესები: საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში შემომსვლელმა ყველა გემმა მინიმუმ 24 საათით ადრე უნდა წარმოადგინოს საზღვაო სამედიცინო-სანიტარული დეკლარაცია. აღნიშნული დოკუმენტის მოწოდების შემდგომ, ნავსადგურში, საღუზე რაიონში ან რეიდზე დგომისას, ახალი საეჭვო გარემოების გაჩენის შემთხვევაში, გემის კაპიტანი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნული ფაქტის შესახებ ნავსადგურის კაპიტანს და შესაბამის სამსახურებს. წარმოდგენილი დოკუმენტის და/ან სკრინინგის მეშვეობით დადასტურებული COVID-19 კორონავირუსის დადგენის შემთხვევაში, მაქსიმალურად შეიზღუდოს კონტაქტი მცურავ საშუალებასთან, ჯანდაცვის საერთაშორისო…

მეტი...

გიორგი გახარია ჯანდაცვის სამინისტროს, სამედიცინო პერსონალს, მესაზღვრეებს, მებაჟეებს, მოქალაქეებს მადლობას უხდის

  •  

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მადლობას უხდის ჯანდაცვის სამინისტროს, მთლიანად სამედიცინო პერსონალს, მესაზღვრეებსა და მებაჟეებს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში გამოვლენილი მაღალი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის. კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მეთაურმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა მოქალაქეთა კონსოლიდაციისა და კარანტინში მყოფი პირების პასუხისმგებლობის მაღალი დონე. „პირველ რიგში, მადლობა ექიმებს, ექთნებს, მედდებს, განსაკუთრებული მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობისთვის და საკოორდინაციო ჯგუფში აქტიური მუშაობისთვის. რა თქმა უნდა, მადლობა თითოეულ სახელმწიფო მოხელეს, რომელიც საზღვარზე – მესაზღვრის ან მებაჟის ფუნქციით, აბსოლუტურად გულწრფელად და თავდადებით ასრულებს თავის ფუნქციებს ყოველდღიურად. ეს მადლობა გამომდინარეობს იმ ადამიანების შრომის ობიექტური შეფასებიდან, რომლებიც ყოველდღიურად…

მეტი...

“მის უწმინდესობასთან ნამდვილად შთამაგონებელი შეხვედრა მქონდა” – ნიკოლ ფაშინიანი

  •  

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ფაშინიანმა „ტვიტერში“, საკუთარ გვერდზე დაწერა. “ნამდვილად შთამაგონებელი შეხვედრა მქონდა მის უწმინდესობასთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან. არსებობს მკაფიო შესაძლებლობა, რათა დავგეგმოთ ჩვენი ქვეყნების მომავალი ერთად, მიუხედავად ყველა არსებული საფრთხისა რეგიონში“, – დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა. Nikol Pashinyan✔@NikolPashinyan Had a truly inspirational meeting with His Holiness and Beatitude, Cathalicos-Patriarch of All #Georgia Ilia II. There is a clear opportunity to start planning the future of our countries together, despite all existing threats in the #region.

მეტი...

„საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა. გვაქვს სამი შემთხვევა“ – ამირან გამყრელიძე

  •  

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსთან დაკავშირებით ის სტატისტიკა გააცნო, რაც ამ წუთებში მსოფლიოში ფიქსირდება. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით ჩინეთში ვირუსის შემთხვევების კლების პარალელურად, ინფიცირების რიცხვი იზრდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში: „გლობალურად დღევანდელი დღით დადასტურებულია 92 000 შემთხვევა მსოფლიოში, 80 000 ჩინეთში, საგულისხმოა, რომ ჩინეთში აღინიშნება დინამიური შემცირება, დღეს გახლავთ ყველაზე უფრო ნაკლები 123 შემთხვევა და 31 – კი ლეტალური შედეგი. ჩინეთში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება. ჩინეთს გარეთ დაფიქსირებულია 12 000 დადასტურებული შემთხვევა. სწრაფი ტემპით მიმდინარეობს გავრცელება სამხრეთ კორეაში. იტალიას კი უკვე  გადაასწრო ირანმა. მატულობს შემთხვევების რაოდენობა საფრანგეთში,…

მეტი...

მთავრობამ, კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის ვებგვერდი შექმნა

  •  

 დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, ხოლო ამ დრომდე ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ დამაკმაყოფილებელია. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს აღინიშნა, რომ მთავრობამ 2 მარტს გამოსცა განკარგულება საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ. პრემიერის ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, 4 მარტიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყდება. როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი…

მეტი...

“ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებასა და მშვიდობის განმტკიცებაზე“ – სალომე ზურაბიშვილი ფაშინაინთან შეხვედრაზე

  •  

 საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს  ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველომ და სომხეთმა ერთად უნდა იზრუნოს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებასა და მშვიდობის განმტკიცებაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა და სომხეთის პრემიერმა პირისპირ შეხვედრაზე საქართველო – სომხეთის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ სომხეთის პრემიერის ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. ,,ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებასა და მშვიდობის განმტკიცებაზე“, – აღინიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მეტი...

23 დეპუტატს ირანის პარლამენტში კორონავირუსი დაუდგინდა

  •  

 ირანის საკანონმდებლო ორგანოს 23 დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია პარლამენტის ვიცე-სპიკერ, აბდალრეზა მესრიზე დაყრდნობით ავრცელებს. „დღეის მდგომარეობით, კორონავირუსზე ტესტის გავლის შემდეგ, 23 დეპუტატს ვირუსი დაუდგინდა“, – აცხადებს მესრი. კორონავირუსით ირანში უკვე ორი მაღალჩინოსანი დაიღუპა. ვირუსით არიან ინფიცირებული ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ვიცე-პრეზიდენტიც.

მეტი...

“ვფიქრობ, რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება” – ადამ კინზინგერი

  •  

 “საქართველო რჩება ამერიკის მტკიცე პარტნიორად, თუმცა, ის აგრძელებს მოწოდებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის სპიკერის და ოპოზიციისადმი, რომ საარჩევნო სისტემის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ, შემდეგ კი, ოქტომბერში ბრძოლა პოლიტიკურ საარჩევნო ყუთთან გადაიტანონ” – ამის შესახებ ადამ კინზიგერმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დიალოგის შესახებ კომენტირებისას განაცხადა. მისივე ინფორმაციით უცხოელი პარტნიორებისთვის შექმნის სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსავალის პოვნაა. „მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ინტერესი საქართველოს შემთხვევაში გამოსავლის პოვნაა. ჩვენ გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენთვის. საქართველო რჩება მტკიცე პარტნიორად. მე საქართველოში ვიყავი, ერთი კვირით ადრე სანამ [საარჩევნო სისტემის] რეფორმას კენჭი უყარეს და ის ჩავარდა,…

მეტი...

„ოპონენტების გასაგონად ვამბობ, 10 წლის წინ რომ დაგვეწყო მომზადება, 3 პაციენტს მაინც ვერ ავიცილებდით თავიდან, რადგან ისინი საზღვრის გარეთ დაინფიცირდნენ“- თენგიზ ცერცვაძე

  •  

 ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანას კორონავირუსთან დაკავშირებით მომზადება ჯერ კიდევ 10 წლის წინ რომ დაეწყო, ინფიცირებას თავიდან ვერ აიცილებდა, რადგან სამივე პაციენტი, რომელსაც ვირუსი დაუდგინდათ, საზღვარგარეთ დაინფიცირდა. „ჩინეთში შემთხვევების რაოდენობა იკლებს, მაგრამ ძალიან სახიფათოდ იმატებს დანარჩენ მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში. იცით, რომ ერთ დღეში გაორმაგდა იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა. აშშ-ში, ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში, უკვე რამდენიმე ათეულია დაინფიცირებული და 6 პაციენტი მოუკვდათ. ამ ფონზე, ჩვენთან სულ 3 პაციენტია და რაც ყველაზე მთავარია, სამივე მათგანი დაინფიცირდა უცხოეთში და მოყვანილია უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ. ორი საერთოდ, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრიდან მოხსნეს ისე, რომ საქართველოში…

მეტი...

„დავსახეთ გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ დონეზე გადაყვანას“ – გიორგი გახარია ფაშინიანთან შეხვედრაზე

  •  

 „ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, შევეხეთ თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს – უსაფრთხოებას, ეკონომიკას, კულტურას, განათლებას და დავსახეთ გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყვანას,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის მრავალწლიან ისტორიას და აღნიშნა, რომ მხარეებმა უნდა განაგრძონ ეფექტური თანამშრომლობა. „დიდ მადლობას გიხდით, ერევანში ჩვენი მასპინძლობისთვის. ჩვენ ამ ვიზიტის შედეგებზე დღეს უკვე ვისაუბრეთ და დარწმუნებული ვარ, თქვენი დღევანდელი ვიზიტიც იქნება კიდევ…

მეტი...

“ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი ხაზს უსვამს სომხეთ – საქართველოს მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობას” – დავით ზალკალიანი

  •  

 „მეზობლებს შორის ასეთი ინტენსიური ორმხრივი ვიზიტები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სომხეთისთვის საქართველოს მნიშვნელობას და საქართველოსთვის სომხეთის მნიშვნელობას“, – ამის შესახებ დავით ზალკალიანმა თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა,სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. დავით ზალკალიანის განცხადებით მეზობელ სახელმწიფოებს შორის მჭიდრო ურთიერთობების არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანია ამას კი ნამდვილად უწყობს ხელს მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები, რომელთა ფარგლებშიც დაგეგმილ შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება განიხილება. “რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებას. საუბარი შეეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას, სატრანსპორტო კომუნიკაციას, კულტურას, ხალხთა შორის ურთიერთობას. ბუნებრივია, ასევე…

მეტი...

„ორ ქვეყანას შორის ამგვარი თანამშრომლობით, ასეთი ინტენსიური დინამიკით ჩვენ კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღწევა შეგვიძლია“- ირაკლი ჩიქოვანი ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტზე

  •  

 „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი და ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არის საპასუხო ვიზიტი იმ ვიზიტისა, რომელიც განახორციელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ერევანში, რამდენიმე თვის წინ. თანამშრომლობა ორ სახელმწიფოს შორის კვლავაც გააგრძელებს განვითარებას. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი დღის წესრიგი. რა თქმა უნდა, ამ დღის წესრიგის ნაწილია ის ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოსთან, ის საერთო პროექტები, რომელზეც ერთობლივად ვმუშაობთ და, რა თქმა უნდა, გვაქვს კონკრეტული გეგმები. სომხეთის პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაც კი ცხადყოფს, თუ რაოდენ ფართოა სპექტრი იმ საკითხებისა, რომელზეც ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა…

მეტი...

„თუ მაღალი კულტურის ადამიანები გვეყოლებიან ინფექციის გავრცელების საშიშროება არ იქნება“ – მაია გიგაური (ვიდეო)

  •  

 ჩვენთან ახალი არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც ეფექტური პრევენციის შედეგია – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის პროფესორმა მაია გიგაურმა განაცხადა. გიგაურის განცხადებით დაავავადების განვითარების ეტაპების პროგნოზირება ძნელია, თუმცა მედიკოსი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებიც იკლებს. „მე ერთ დამაიმედებელ ინფორმაციას მოვკარი ყური, რომ ჩინეთში დაინფიცირებულების რაოდენობა თითქმის განახევრდა, თუმცა ეს არ გამორიცხავს მის ვერაგულ ხასიათს, პანდემიის მზადყოფნის რეჟიმში ვართ ყველა. პრევენციას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი.თუ მაღალი კულტურის ადამიანები გვეყოლებიან ინფექციის გავრცელების საშიშროება არ იქნება. ჩვენ კლინიკაში გვყავდა ხუთი პაციენტი არცერთს არ…

მეტი...

„ორსულები ჯერჯერობით არ არიან მაღალი რისკის მატარებლები“ – პაატა ჟორჟოლიანი (ვიდეო)

  •  

 თსსუ-ის „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ პერინატოლოგიის მიმართულების ხელძღვანელი, მეან-გინეკოლოგი პაატა ჟორჟოლიანი ორსულებს რისკჯგუფებს არ მიაკუთვნებს, მისი ინფორმაციით ორსულების მიმართ განსაკუთრებული რეკომენდაციები არ გაიცემა, როგორც სპეციალისტი ამბობს ორსულები განსაკუთრებულ მონიტორინს არ საჭიროებენ. „ორსულები ჯერჯერობით არ არიან მაღალი რისკის მატარებლები, რისკი არის მოგზაურობა ან დაავადებულებთან კონტაქტი, ის, რომ რაიმე განსაკუთრებული მიმღებლობა აქვს ქალს ამ ორსულობის დროს, ვირუსის პერიოდში არის საფუძველს მოკლებული, იგივე ჩინეთის მაგალითზე არის მითითებული, რომ უფრო მეტად რისკჯგუფებს, სისხლძარღვთა პათოლოგიის მატარებელი ადამიანები განეკუთვნებიან, ასეთებია, ასევე დიაბეტი და სიმსივნე. ორსულობა შეგვიძლია მაღალ რისკს მივაკუთვნოთ თუ აქვს ქრონიკული სიმპტომები“- განაცხადა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარის“…

მეტი...

„ძუძუთი კვების აკრძალვის რეკომენდაცია არ გაცემულა“ – პაატა ჟორჟლიანი

  •  

 „დაინფიცირებულ ორსულის რძეში ვირუსი არ აღმოჩნდა, ასევე არ აღმოჩნდა სანაყოფე წყლებში „ -ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თსსუ-ის „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ პერინატოლოგიის მიმართულების ხელძღვანელმა, მეან-გინეკოლოგი პაატა ჟორჟოლიანმა განაცხადა. ჟორჟოლიანის ინფორმაციით ძუძუთი კვების შესახებ შეზღუდვა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას არ გაუცია, რადგან ინფიცირებულ დედის რძეში ვირუსი არ აღმოჩნდა. „უნდა შეიზღუდოს თუ არა კვება ამ დროს, ასეთი რეკომენდაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცის არ გაუცია. რადგან დაინფიცირებულ დედის რძეში ვირუსი არ აღმოჩნდა, ასევე არც სანაყოფე წყლებში, თუმცა ეს იყო ერთი შემთხვევა. ჩვენ ინფორმაციას გრიპით დაინფიცირების შემთხვევაშიც არ გავცემთ, რომ დედამ შეწყვიტოს ძუძუთი კვება. ჯერჯერობით…

მეტი...

„დედაში არსებული კორონავირუსი ახალშობილზე არ გადავიდა“- მეან-გინეკოლოგი

  •  

 „პლაცენტა იცავს ახალშობილს ვირუსისგან. ორსულებში არ არის პანიკა და თუ ჩვენ არ დავნერგავთ კარგი იქნება, რადგან ამის მიზეზი არ არსებობს“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავრის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თსსუ-ის „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ პერინატოლოგიის მიმართულების ხელძღვანელმა, მეან-გინეკოლოგმა პაატა ჟორჟოლიანმა განაცხადა. მეან-გინეკოლოგის ინფორმაციით ორსულების მიმართვიანობა სხვა პაციენტებთან შედარებით  ვირუსთან დაკავშირებით მაღალი არ არის, მიუხედავად დაბალი იმუნური სისტემისა, მისივე ინფორმაციით ჩინეთში დაინფიცირებულმა ორსულმა იმშობიარა, თუმცა ახალშობილს ვირუსი არ აღმოაჩნდა. „პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს ორსულებთან დაკავშირებით, აქ მსოფლიო ჯანდაცის ორგანიზაციას რაიმე განსაკუთრებული რეკომენდაცია არ გაუცია, იყო ჩინეთში შემთხვევა, რომ დედაში არსებული კორონავირუსი ახალშობილზე არ…

მეტი...

დავით ზალკალიანი და ნიკოლოზ ფაშინიანი კორონავირუსთან გამკლავების გზებზე იმსჯელებენ

  •  

 „ვიზიტი მიმდინარეობს მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის ფონზე და მეზობელ ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინაცია, რომ ამ გამოწვევას ჩვენ ერთობლივად გავუმკლავდეთ“- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა განაცხადა. ზალკანიანმა ხაზი გაუსვა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის მნიშვნელობას და აღნიშნა ასევე, რომ ფაშინიანის პირველი ოფიციალური ვიზიტი სწორედ საქართველოში გაიმართა. „მეზობელ ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უკვე მეორე ოფიციალური ვიზიტი სომხეთის პრემიერ-მინისტრის. მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი არჩევიდან სწორედ საქართველოში გაიმართა და ასეთი ინტენსიური ორმხრივი ურთიერთობები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სომხეთისათვის საქართველოს მნიშვნელობას და საქართველოსთვის სომხეთის მნიშვნელობას. ჩვენ, რა…

მეტი...

წარმატებულ ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს

  •  

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საპატიო სიგელებით დააჯილდოვა წარმატებული ქალბატონები, რომლებიც აქტიურად მოღვაწეობენ  სამედიცინო, საგანმანათლებლო, ხელოვნებისა და კულტურის სფეროებში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქალბატონის ღვაწლის დაფასება, მათი თავდაუზოგავი შრომის რეალური შედეგების აღქმა და სამომავლო გეგმების მხარდაჭერა. ბატონმა ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა თითოეულ მათგანს, მიულოცა დამდეგი დღესასწაულები და გადასცა სიმბოლური საჩუქრები. გამორჩეული ბიოგრაფიის ქალბატონებს მიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, რომელმაც თავის მხრივ მიულოცა მათ გაზაფხულის დღესასწაულები და აღნიშნა, რომ ამაყია ამ ქალბატონების მიერ განხორციელებული…

მეტი...

ინფექციურ საავადმყოფოში 11 ახალი პაციენტი მოათავსეს

  •  

 ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 25 პაციენტია მოთავსებული, მათგან 11 ახალია, როგორც კლინიკაში აცხადებენ,  მათ ჩაუტარდათ ლაბორატორიული და რენდგენოლოგიური კვლევები და მნიშვნელოვანი დარღვევები არ აღენიშნათ, მათივე ინფორმაციით, რამდენიმე პირი იტალიიდანაა ჩამოსული. “აღენიშნებათ ტემპერატურის მატება 37 გრადუსამდე, აქვთ მსუბუქად ყელის ტკივილი და მშრალი ხასიათის ხველა, სხვა სერიოზული ჩივილები კი არ უფიქსირდებათ. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებენ კლინიკაში. ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, ასევე დამაკმაყოფილებელია იმ პაციენტების მდგომარეობა, ვისაც ახალი კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. „ამ ეტაპზე მათ გართულებები არ აქვთ და იმყოფებიან მონიტორინგისა და კვლევის ფაზაში, აღენიშნებათ დაბალი, 37,3 გრადუსამდე ტემპერატურა. კლინიკიდან გაწერა არ იგეგმება, თუმცა…

მეტი...