“ღორის გრიპით“ 52 ადამიანი გარდაიცვალა, ახლა ერთი სიკვდილიანობაც არ გვაქვს, პანიკა უადგილოა“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას ამშვიდებს და აცხადებს, რომ პანიკა უადგილოა. მან ღორის გრიპის“ პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა, დღეს კი გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებულა. „მინი აფეთქებები იქნება, რაოდენობა მოიმატებს, შეიძლება მნიშვნელოვნადაც. თუმცა, რადგან სახელი „კორონავირუსი“ ჰქვია, მოსახლეობა მტკივნეულად აღიქვავს. როცა იყო „ღორის გრიპის“ ეპიდემია, როგორც ჩანს, სახელი „გრიპი“ ამშვიდებდა მოსახლეობას. მაშინ საქართველში „ღორის გრიპისგან“ 52 ადამიანი გარდაიცვალა. მაშინ საქართველომ დადო ევროპაში საუკეთესო შედეგი და ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სიკვდილობის. ახლა კი არც ერთი სიკვდილიანობა არ გვაქვს, სულ 24 ინფიცირებული გვყავს და პანიკა უადგილოა“ –…

მეტი...

“კორონავირუსით“ დაინფიცირებული 103 წლის ქალბატონი გადარჩა

მსოფლიოს მასშტაბით, „ახალი კორონავირუსით“ დაიფიცრებული ყველაზე ასაკოვანი ქალბატონი 103 წლისაა. მან ვირუსი გართულებების გარეშე დაამარცხა და სახლშიც დაბრუნდა.       საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ქალბატონი უჰანის პროვინციაში  ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. როგორც კლინიკის ექიმები აცხადებენ, დაინფიცირებულს მხოლოდ მსუბუქი პნევმონია ჰქონდა, რომელიც დროულად დაფიქსირდა და უპრობლემოდ გადაიტანა. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს პანდემია გამოაცხადა და აღნიშნა, რომ მსგომარეობა საგანგაშოა.  

მეტი...

“საქართველოში დაინფიცირებულთა რაოდენობა საგანგაშო არ არის” – თენგიზ ცერცვაძე

„თუ კორონავირუსის დინამიკას გავითვალისწინებთ, ევროპის ქვეყნებში თუ მთელ მსოფლიოში, საქართველოში დაინფიცირებულთა რაოდენობა საგანგაშო არ არის“, – ამის შესახებ  ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის დაფიქსირებული შემთხვევებიდან 18 საზღვარგარეთიდან არის შემოტანილი. „18 ადამიანი სხვა ქვეყნებში დაინფიცირდა; ორი ირანში, ერთი ესპანეთში, დანარჩენები იტალიაში და ისინი უკვე დაინფიცირებული შემოვიდნენ საქართველოში, ხოლო ხუთ შემთხვევაში გადაცემა მოხდა უკვე ჩვენ ქვეყანაში, ამ უცხოეთში დაინფიცირებული პირებისგან“, – განაცხადა ცერცვაძემ.  როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა აღნიშნა, საქართველოში არც გადაცემის ტიპი არ არის საგანგაშო. მისი თქმით, ქვეყანაში უკონტროლო ეპიდემია მას შემდეგ იწყება, როცა ინფექციის მესამე, მეოთხე და შემდეგი რიგის…

მეტი...

საქართველოში კრონავირუსის გავრცელების 4 წყარო ფიქსირდება

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების 4 წყარო ფიქსირდება: 2 – იტალია, 1 – ირანი, 1 ესპანეთი. იმ პაციენტებს შორის, რომელსაც “COVID 19” დაუდასტურდა, შედარებით მძიმეა 44 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სწორედ მას უკავშირდება საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ნაწილი. “გეფას” დირექტორმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და მისი მოგზაურობის დეტალები აღწერა.  დაინფიცირებულებს შორის სხვა კლასტერიდან პირველი შემთხვევა დადასტურდა მოზარდზე – 12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია. ექიმებს ინფორმაციით, ბავშვებში ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს.  კორონავირუსით დაინფიცირებული სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შვილთან ერთად მკურნალობას საჩხერის ინფექციურ საავადმყოფოში გადის. უწყების ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე თვითიზოლაციაში იყო, თანამშრომლების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და უწყება მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. ამ…

მეტი...

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა დაინიცირდა” – არჩილ თალაკვაძე

“პარტიებს შორის კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა დაინიცირდა – პარლამენტი მუშაობს და “ქართული ოცნება” ასრულებს თავის პირობას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისია 1 თვის ვადაში საჯარო განხილვას უზრუნველყოფს და შემდეგ დაიწყება პაკეტის განხილვა პარლამენტში. “გეგმის თანახმად, საგაზაფხულოს სესიის ბოლომდე ცვლილებები მიღებული იქნება.  ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შესაძლოა საჯარო განხილვების ფორმატი შეიცვალოს და ის სატელევიზიო ან ვიდეოპლატფორმის გამოყენებით ჩატარდეს, თუმცა პროექტის საჯარო განხილვა აუცილებლად მოხდება. ამაზე იმსჯელებს საკონსტიტუციო კომისია“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.

მეტი...

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო, პანდემია გამოაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. “ქვეყნებს ყოველდღე საგანგებო და აგრესიული ზომებისკენ მოვუწოდებთ, ჩვენ განგაშის ზარებს ხმამაღლა და მკაფიოდ ვრეკავთ. ჩვენ მიერ გაკეთებული შეფასებით, „კოვიდ-19“-ის დახასიათება შესაძლებელია, როგორც პანდემია. ეს კი არ ცვლის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის საფრთხის შეფასებას. ეს არ ცვლის იმას, რასაც ვაკეთებთ და არ ცვლის იმას, რაც ქვეყნებმა უნდა გააკეთონ”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. ცნობისთვის, პანდემია, ესაა ეპიდემია, რომელიც ერთდროულადაა გავრცელებული სხვადასხვა ქვეყნებში. ეპიდემიის ძალზე ფართო მასშტაბით გავრცელება. 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

მეტი...

“იტალიამ დაასენიანა მთელი ევროპა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ იტალიამ მთელი მთელი ევროპა დაასენიანა.  მისი თქმით, ევროპაში, შემთხვევების რაოდენობა, თითქმის, ყველა იტალიიდანაა. “რთულია ჩემთვის ამის თქმა, ქვეყანაზეა საუბარი, მაგრამ იტალიამ მთელი ევროპა დაასენიანა. იტალია, თუ არ ვცდები, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით ევროპის პირველ სამეულში შედის, რაც ქვეყნის და ჯანდაცვის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. მიუხედავად ამისა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი იტალიას 5% და ცოტა მეტი აქვს, რაც კარგი არ არის. ჯანდაცვის სისტემა ძალიან დაიტვირთა და ვერ აუდიან”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „კლების ტენდენცია არ გვაქვს, მატების ტენდეცია გვაქვს, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, რომ შემთხვევები გვექნება. გზაში დამაწიეს ინფორმაცია, 39 ნიმუში იყო შემოტანილი და ჯერ კიდევ გრძელდება ნიმუშების შემოტანა. სამწუხაროდ, გვაქვს ერთი დადასტურებული შემთხვევა. კვლევები ისევ მიმდინარეობს“, – განაცხადა გამყრელიძემ. საქართველოში ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსის სულ 24 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მეტი...

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კონსულტაციები გაიმართება

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა რა ფორმატში მოხდება, ამის თაობაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები გაიმართება. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეცემა, რათა ხელმოწერების ნამდვილობა დაადგინოს, მომავალ კვირას კი, პლენარულ სხდომაზე საყოველთაო-სახალხო განხილვების კომისია შეიქმნება. „მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციური ცვლილება ერთთვიან საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცედურას ითვალისწინებს. იქედან გამომდინარე, ორდინალური სიტუაცია არ არის კორონავირუსის გამო და ამ ინიციატივასთან დაკავშირებით არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი, განხილვის ფორმატი როგორი იქნება, მსჯელობა გვექნება, მათ შორის კონსულტაციები გაიმართება ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ,“ – განაცხადა კახიანმა.

მეტი...

კორონავირუსთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლებისთვის სპეციალური ბრძანება გამოიცემა

“მომდევნო 12 საათის განმავლობაში სპეციალური ბრძანება გამოიცემა, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს შეეხება და დაარეგულირებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ შესაძლებელ სიტუაციას”, – ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ შედეგის შენარჩუნებას სჭირდება ხელისუფლებას და ჯანდაცვის სამსახურებსა და საზოგადოებას შორის სრული თანამშრომლობა. „თქვენ იცით, რომ პარლამენტში თავიდანვე მივიღეთ შესაბამისი ზომები, რომლებიც იყო რეკომენდებული, შემდეგ გავაფართოვეთ ეს ზომები. მინდა გაცნობოთ ასევე, რომ მომდევნო 12 საათის განმავლობაში სპეციალური ბრძანება გამოიცემა, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს შეეხება და დაარეგულირებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ შესაძლებელ სიტუაციას. ეს იქნება ძირითადად…

მეტი...

სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეკომენდაციებით მიმართავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით, ბიზნესოპერატორებს შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს. სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, გაზარდონ აღჭურვილობის/ინვენტარის ზედაპირების რეცხვა-დეზინფიცირების სიხშირე, ხოლო საჯარო სივრცეში, სადაც მომხმარებლის  ნაკადი მაღალია, დაიცვან შესაბამისი ჰიგიენური ნორმები და ინტენსიურად ჩაატარონ  სადეზინფექციო სამუშაოები. რეკომენდაციებს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ბიზნესოპერატორებს შემოწმებისას გააცნობენ და ასევე გაეგზავნებათ წერილობითი ფორმით. რეკომენდაციები ბიზნესოპერატორთათვის: 1. გაზარდეთ ობიექტში ყველა სახის ინვენტარის, მოწყობილობებისა და  აღჭურვილობის რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე; 2. ობიექტის  შესასვლელსა და გამოსასვლელთან  განათავსეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარიანი მოწყობილობა (რეკომენდებულია  სადეზინფექციო ხსნარის სპირტშემცველობა შეადგენდეს არანაკლებ 60 %-ს); 3. სადეზინფექციო ხსნარიან მოწყობილობასთან…

მეტი...

დავით ჭიჭინაძე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას შეხმატკბილებულ გარიგებას უწოდებს

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას შეხმატკბილებულ გარიგებას უწოდებს. „ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ახლა 30  მაჟორიტარს რომ თანხმდებიან,  და  რომლებიც მაჟორიტარობის აპრიორი წინააღმდეგნი იყვნენ, მათ მინდა ვკითხო, საარჩევნო კამპანიას როგორ შეასრულებთ. კი არ მინდოდა, მაგრამ ხელისუფლებამ იძულებული გამხადა, ამიტომ ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას. ამიტომ  ახლა ამირჩიეთ და მერე აღარ გნახავთ?! 20 ივნისს მე ხალხის გადაწყვეტილებას დავუჭირე მხარი, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ ამ ოპოზიციის ნაწილი. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვებრძოდი ამ ოპოზიციას და ახლა მითუმეტეს გაათმაგებული ძალებით გავაგრძელებ, რადგან  ეს ორი ძალა ძალიან ბედნიერები გამოიყურებიან ასე შეხმატკბილებულები. გასაგებია,…

მეტი...

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსთან დაკავშირებით ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული შვიდივე პაციენტის პასუხი უარყოფითია. როგორც საავადმყოფოს ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ აღნიშნა, დღეს კიდევ ხუთ პაციენტს აუღეს ანალიზები და კვლევისთვის გადააგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში. მათი პასუხი ხვალ იქნება ცნობილი. ამ დრომდე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი არც ერთ პაციენტს არ დაუდგინდა.

მეტი...

ჩინეთი, იტალიას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება

“ბიბისის“ ინფორმაციით, ჩინეთი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის იტალიას დახმარებას უგზავნის. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთი იტალიას 100 000 სახის ნიღაბს, 20 000 დამცავ უნიფორმას 1000 სავენტილიაციო საშუალებას გაუგზავნის. ჩინეთის მედიის ინფორმაციით, ჩინეთის წითელი ჯვრის საზოგადოება იტალიაში ჩინელი ექიმების ჯგუფის გაგზავნის საკითხსაც განიხილავს.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით პირველ ინფიცირებულს ვირუსული დატვირთვა შემცირებული, თუმცა მაინც დადებითი აქვს

საქართველოში კორონავირუსით პირველ ინფიცირებულს ვირუსული დატვირთვა შემცირებული, თუმცა მაინც დადებითი აქვს. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. „ცენტრის მიერ მოხდა პირველი შემთხვევის განმეორებითი ტესტირება. ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით, ვირუსული დატვირთვა შემცირებულია, თუმცა მაინც დადებითია“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

მეტი...

კორონავირუსის გამო, უკრაინაში სამკვირიანი კარანტინი გამოცხადდა

მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო, უკრაინაში სამკვირიანი კარანტინი გამოცხადდა. 3 აპრილამდე უკრაინაში დაიხურება სასწავლო დაწესებულებები, აიკრძალება მასობრივი შეკრებები 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით, ხოლო სპორტული და კულტურული ღონისძიებები მაყურებლების გარეშე გაიმართება. ასევე, შეიზღუდება ავიამიმოსვლა რამდენიმე ქვეყანასთან. დედაქალაქში აიკრძალება მასობრივი ღონისძიებები 60-ზე მეტი მონაწილით. უმაღლესი რადა კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. უკრაინაში ამ დროისთვის კორონავირუსის ერთი შემთხვევაა დადასტურებული.

მეტი...

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებებში მოქალაქეთა მომსახურების წესები იცვლება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებებში მოქალაქეთა მომსახურების წესები იცვლება. ინფორმაციას “მედიაცენტრ მთავარს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს. “ა) მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსის (COVID-19-ს) შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, 2020 წლის 4 აპრილამდე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები და საკონსულო დაწესებულებები გადადიან მომსახურების განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს ადგილზე (უშუალოდ საკონსულო დაწესებულებაში) მომსახურების შეზღუდვებს. “აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება იმ საკონსულო მომსახურებებს, რომელთა მიღებაც შესაძლებელია დისტანციურად. ინფორმაცია დისტანციური მომსახურების შესახებ განთავსებულია www.geoconsul.gov.ge გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქე ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს საელჩოს ან საკონსულოს. ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობა…

მეტი...

კორონავირუსის გამო, სოხუმი დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს კეტავს

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, სოხუმი დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს კეტავს. შეზღუდვები კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება და 14 მარტს, 20:00 საათზე ამოქმედდება. დე-ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვირუსის სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის აღებულ სინჯებს კვლევისთვის რუსეთში აგზავნიან, ხვალ კი ექსპრეს-ტესტები უკვე სოხუმშიც ექნებათ. მისივე ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევა ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

მეტი...

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი კარანტინში იმყოფება

“მთავარი არხის“ ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე კარანტინში იმყოფება. ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე „ფეისბუქზე“ წერს. მელაძის თქმით, ჟურნალისტს, რომელიც კარანტინში გადავიდა, კომუნიკაცია ჰქონდა მთავრობის იმ წევრთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. “ორშაბათს ირაკლი ამზადებდა რეპორტაჟს, თემაზე რატომ მოხდა თბილისიდან პაციენტის გადაყვანა საჩხერის საავადმყოფოში. ამ რეპორტაჟის მომზადების დროს იმყოფებოდა სახლში ინფიცირებულის ოჯახთან. სწორედ ამ დროს გავიგეთ, რომ ეს ოჯახიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. (და არა ის, რომ თითქოს თვითიზოლაციაში, მყოფი პირის გადასაღებად მივიდა) გადაღება ხდებოდა ღია სივრცეში, დაცული დისტანციით, თუმცა რეკომენდირებულია საკარანტინე სივრცეში ყოფნა და გადავიდა კარანტინში”, – წერს მელაძე. საუბარია გარემოს დაცვისა…

მეტი...

ჩინეთმა საქართველოს 1000 ცალი კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტი აჩუქა

ჩინურმა მხარემ საქართველოს კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტი აჩუქა. კერძოდ, საქართველოს გადაეცემა დაახლოებით, 420 ათასი დოლარის ღირებულების 1000 ცალი სწრაფი ტესტი, შესაბამისი აღჭურვილობით. ჩინეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, ტესტი, ასევე, გამოიყენება სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენად. საქართველოს საელჩო მადლობას უხდის სიჩუანის პროვინციის მთავრობას მხარდაჭერისთვის.

მეტი...

“ქალაქში არსებულ რეალობას სწორი პროექტების განხორციელებით შევცვლით” – კახა კალაძე

“გვაქვს კონკრეტული უბნები და ქუჩები, სადაც ისეთი მშენებლობებია განხორციელებული, რაც ყველას გვაწუხებს. შესაბამისად, ახალი გენგეგმა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქის განვითარება მომდევნო წლების განმავლობაში სწორად მოხდეს და ქაოტური განაშენიანება თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა და შესაბამისად, სამშენებლო ნებართვების გაცემა მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა წარმოდგენილი იქნება დენდროლოგიური პროექტი და სატრანსპორტო კვლევა. „მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ თითოეული მშენებლობის დროს გამწვანებისა და ტრანსპორტის საკითხებს განვიხილავთ, რაც სამშენებლო ნებართვის გაცემის დროს აუცილებელი და სავალდებულოა. არცერთი ნებართვა არ გაიცემა, თუ ჩვენ არ გვექნება სრულყოფილი კვლევა ტრანსპორტზე…

მეტი...

შპს „სვეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებელს და დირექტორს  დაზარალებულების ინტერესების დაცვით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

„თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დაზარალებულებთან შეთანხმებით და მათი  ინტერესების დაცვით, შპს „სვეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებლის და დირექტორის, ასევე ამავე საზოგადოების დირექტორის საქმის განხილვა, პროკურატურისა და დაცვის მხარეს შორის არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებითა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანით დასრულდა.“ – ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი უნდა აშენებულიყო მრავალსართულიანი სამშენებლო კომპლექსი: “გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „სვეტი დეველოპმენტის“ მიერ დაანონსდა მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტების დაწყება. დაპირების მიხედვით, უნდა აშენებულიყო მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსები, რაც არ შესრულდა და 2016 წლის 1 აგვისტოდან – 2018 წლის 28 თებერვლის პერიოდში, შპს „სვეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებლის და დირექტორის გ.ჯ.-ს და ამავე საზოგადოების დირექტორის თ.ჯ.-ს მიერ, ნდობის ბოროტად მოპოვებისა და…

მეტი...

“სასამართლო სხდომაზე თვითიზოლაციაში მყოფი ადვოკატები გამოცხადდნენ” – ზუგდიდის სასამართლოს თამჯდომარე

ზუგდიდის სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე ორი, თვითიზოლაციაში მყოფი ადვოკატი გამოცხადდა. ნატრული აკობია სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთი მათგანი სხდომას დაესწრო, მეორემ კი გადადება მოითხოვა. ორივე უფლებადამცველი, სისხლის და სამოქალაქო საქმის პროცესისთვის თბილისიდან ჩამოვიდა. მოსამართლის თქმით, ადვოკატებმა განმარტეს, რომ ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. “შესაბამისმა სამსახურებმა იქნებ გაგვარკვიოს, რატომ არ აკონტროლებენ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს და რატომ გვტოვებენ დამოკიდებულს მათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე, რომლის დეფიციტიც აშკარააა. ასეთი საქციელით კი, სასამართლოში დასაქმებულ ათეულობით მოსამსახურეს პროკურორებს, ადვოკატებს, პროცესის სხვა მონაწილეებს, მხარეებს, მომხმარებლებს შესაძლოა შეუქმნეს საფრთხე. ვიღებთ ზომებს შენობის სადეზინფექციოდ, შევატყობინეთ საპატრულო პოლიციას, ჯანდაცვის სამასახურს, მაგრამ ეს…

მეტი...

“ჩვენ ოპოზიციასთან გავაფორმეთ ორი შეთანხმება და ორივე ზედმიწევნით სრულდება” – ირაკლი კობახიძე

ჩვენ გავაფორმეთ ორი შეთანხმება ორ თემასთან დაკავშირებით და ორივე შეთანხმება ზედმიწევნით სრულდება, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის ბოიკოტი სავარაუდოდ, საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრას არ შეეხება. “რაც შეეხება ოპოზიციის ბოიკოტს, ეს არის მათი პოლიტიკური უფლება და მათ შეუძლიათ ისარგებლონ მათი პოლიტიკური უფლებით, ჩვენ ამაში ბუნებრივია, ვერ ჩავერევით. მე ვფიქრობ, ბოიკოტი არ შეეხება კენჭისყრას საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს პრინციპული შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს. ბუნებრივია, ბოიკოტის რეჟიმში ეს ვერ შესრულდება. შესაბამისად, კენჭისყრას არ უნდა დაუკავშირდეს ბოიკოტი და ალბათ, ასეც…

მეტი...

„M2 ჯგუფი“ „სვეტის“ შეჩერებული ობიექტების მშენებლობას იწყებს

„M2 ჯგუფი“ მირცხულავას ქუჩაზე, სამშენებლო კომპანია „სვეტისგან“ გადაბარებულ ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოებს იწყებს. მშენებლობის ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და „M2-ის გენერალურ დირექტორთან, ირაკლი ბურდილაძესთან ერთად იმყოფებოდა. კახა კალაძემ „M2 ჯგუფის“ მომავალ მობინადრეებს მშენებლობის დაწყება პირადად მიულოცა, ხოლო პროცესში ჩართულ უწყებებს – პროკურატურის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.   „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მინდა, ყველას მივულოცო ეს დღე და წარმატებები ვუსურვო. დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით, რომ ეს შეთანხმება მომხდარიყო და დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით. ამ ხნის განმავლობაში, იყო უამრავი იმედგაცრუება, თუმცა ფარ-ხმალი არ დაგვიყრია. ყოველთვის ვიცოდით და…

მეტი...

“კორონავირუსი” და ლუკმა-პურის საშოვნელად გასული ადამიანები

“კორონავისური„ გასაგებია ექიმები  რომ გვაფრთხილებენ, სახლიდან არ გამოხვიდეთო და  მათი სფეროდან გამომდინარე ეს ასეც უნდა იყოს. მაგრამ რა უნდა ქნას  ადამიანმა, რომელსაც ყოველდღიური ლუკმა-პური აქვს მოსაპოვებელი?“  – ამის შესახებ   პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ, დღეს გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე  და იქვე განმარტა ის  ჯაჭვური რეაქციები, რომელიც მსგავს ფორს მაჟორულ სიტუაციაში შესაძლოა მივიღოთ. დავით ჭიჭინაძის განცხადებით შექმნილ რეალობაში შესაძლოა  ვალდებულელები შეუსრულებელი დარჩეს:  „ჩვენ შეიძლება  მივიღოთ ისეთი რეალობა, როდესაც ერთ მხრივ დაგვრჩება  ვალდებულებები რომელთა შესრულებასთან მიმართებაშიც, ადამიანები იქნებიან უძლურები, მეორე მხრივ კი სტრუქტურები, რომლებიც ამ კრიზისზე გამდიდრებას შეეცდებიან. და რა უნდა…

მეტი...

სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა

„სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა” – გადაწყვეტილება ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე გახდა ცნობილი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს. “საბჭოს მუშაობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი. დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ხელისუფლება მართავს პროცესს. უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მოქალაქეების მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას ვირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის საქმეში“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

“აბასთუმანში შემეყარა ინფექცია და მოვკვდი” – იაგო ხვიჩია კარანტინის არაფექტურობაზე

„ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ რამდენად ადეკვატურია კარანტინი მოცემულ სიტუაციაში, ზოგადად კარანტინის ჩატარებას მთელ სამყაროში აკრიტიკებენ, როგორც ეფექტურ ღონისძიებას, ცუდად ჩატარებულ კარანტინში შეიძლება კიდევ უფრო გავრცელდეს ნებისმიერი ვირუსი“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. იგი კონკრეტული ადამიანების მაგალითზე საუბრობს და თვლის, რომ კარანტინი მოცემულ სიტუაციაში არაეფექტურია. „კადრები გვაქვს ნანახი კარანტინში საერთო ტუალეტები რომ აქვთ. აი მაგალითად ჩამოვედი იტალიიდან დამიჭირეს და წამიყვანეს კარანტინისთვის აბასთუმანში აბასთუმანში შემეყარა ინფექცია და მოვკვდი იტალიაში არაფერი არ დამმართია, ვინ აგებს ამაზე პასუხს? ამას მეორე მხრიდან თუ შევხედავთ გამოდის ფაშიზმი, რადგან…

მეტი...

სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 23 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ორს აღენიშნება შედარებით რთული სიმპტომები, თუმცა ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე, კარანტინში  რჩება 126  ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 46 პირი. ამასთან, დღეს საბჭოს წევრებმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს: საქართველოს მასშტაბით…

მეტი...

ბელგიაში “კორონავირუსით” პირველი მამაკაცი გარდაიცვალა

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ბელგიაში. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 90 წლის მამაკაცია. ის ბრიუსელის საავადმყოფოში მკურნალობდა. ქვეყანაში დღეისათვის 267 ინფიცირებულია. ამ დრომდე განკურნება მხოლოდ ერთმა პაციენტმა შეძლო.

მეტი...

იაგო ხვიჩია ადასტურებს, რომ „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებაზე არაფორმალური შეთანხმება შედგა (ვიდეო)

“ეს ხალხი, რომ პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული ამას ხელისუფლება აღიარებს თუ არა ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩია ადასტურებს, რომ მოლაპარაკების მეორე ნაწილთან მიმართებაში არაფორმალური შეთანხმება შედგა, თუმცა ის თვლის, რომ მოცემულ სიტუაციაში ჯობდა ხელისუფლებას ეღიარებინა მათი სტატუსი. „ამ ოთხ ადამიანის გათავისუფლებაზე არაფორმალური შეთანხმება შედგა. უკეთესი იქნებოდა ხელისუფლებას ეღიარებინა პოლიტპატიმრების არსებობა, რადგან საქართველოს თითქმის ყველა ხელისუფლებამ ადამიანები ლაპარაკის გამო ჩასვა ციხეში, მესმის არ არის მარტივი ამის აღიარება, მაგრამ ადამიანები უნდა გამოუშვას გარეთ და ეს ყველაფერს გაამარტივებს.“-…

მეტი...

პარლამენტის წევრი ოთარ დანელის თვითიზოლაციაში იმყოფება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი ოთარ დანელია თვითიზოლაციის პროცესს სახლში გადის. როგორც დეპუტატი აცხადებს, ის სტამბოლიდან დაბრუნდა. “მოგესალმებით, მსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩემს თვითიზოლაციასთან დაკავშირებით: გაცნობებთ, რომ სტამბოლიდან სამუშაო ვიზიტიდან დაბრუნებისას, თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ერთ-ერთ მგზავრს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი (COVID-19). აღნიშნული ინფორმაციის შეტყობინებისთანავე დაავადებათა კონტროლის ერ. ცენტრის/ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის თანახმად, დაუყოვნებლივ გადავედი თვითიზოლაციის რეჟიმში. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წუთის წინ ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხი გახლავთ უარყოფითი, მაინც რეკომენდაციის თანახმად და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით ვრჩები თვითიზოლაციაში 19 მარტამდე. გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგმართავთ თხოვნით მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ჯანდაცვის შესაბამისი სტრუქტურების ყველა რეკომენდაცია. ოპერატიულობისთვის განსაკუთრებული…

მეტი...

„შეთანხმება ბოლომდე უნდა მივიდეს ფორმალურიც და არაფორმალურიც“ – იაგო ხვიჩია

„მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს შეთანხმება ბოლომდე მივიდეს და ერთმანეთს არ ვიწერთ წინასაარჩევნოდ“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი განმარტებით ადამიანები ვის გამოშვებასაც ოპოზიცია ციხიდან ითხოვს პოლიტიკური მოტივით არიან დაკავებულები. იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ იყო საუბარი კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებაზე, რაც უნდა აიხსნას პოლიტიკური კომპრომისით. „პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი იყო არაფორმალური შეთანხმება, ეს შეთანხმება ოფიციალურად არ შედგა, რადგან მთავრობა არ აღიარებს პოლიტპატიმრებს არსებობას, თუმცა როგორც ჩემთვისაა ცნობილი კონკრეტული ადამიანები რომლებსაც ხელისუფლება თვლის რომ არ არიან პოლიტიკური მოტივით დაკავებულები უნდა იყვნენ გათავისუფლებული, როგორც პოლიტიკური…

მეტი...

„სწავლის პროცესის დაწყება უნდა გადაიდოს“ – მირიან წიკლაური

„როცა სწავლა შეწყდა მდგომარეობა იყო გაცილებით უკეთესი, ახლა საფრთხემ მოიმატა და შესაბამისად უნდა გაგრძელდეს შესვენება“ – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მირიან წიკლაური რეკომენდაციით მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს და თვლის, რომ ყველა საფრთხე თავიდან უნდა იყოს აცილებული და მოხერხდეს დაავადების გავრცელების პრევენცია. „როდესაც შეჩერდა სწავლის პროცესი გაცილებით დაბალი იყო გავრცელება დღეს უფრო საფრთხე მეტია და რახან მეტია საფრთხე მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და ისეთ ადგილებში როგორიცაა სკოლა და უმაღლესი სასწავლებლები პრევენცია გავაკეთოთ და იმედია ხელისუფლება, ჯანდაცვის და განათლების  სამინისტროები მიიღებენ შესაბამის…

მეტი...

„თვითიზოლაციაში“ მყოფ ადამიანებს პატრული გააკონტროლებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ ადამიანების საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.  როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ ადამიანების კონტროლი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. „თვითიზოლაციში მყოფი ადამიანების მონიტორინგი ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. გადაწყვეტილებებია მიღებულია მთავრობის მიერ, რომ გარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებისა, აქ სერიოზულად იქნება მხარდაჭერა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა, რადგან კარგად მოხდეს მონიტორინგი თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების, ისევე როგორც კარანტინში მყოფი ადამიანების. ჩვენ რამოდენიმეჯერ მოვუწოდეთ ყველა ადამიანს, ვინც თვითიზოლაციაში ან კარანტინშია, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და არ დაარღვიონ ეს კარანტინი თუ თვითიზოლაცია, იმიტომ რომ ეს დაკავშირებულია თვითონ მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან და ასევე…

მეტი...

მინისტრის მოადგილეს „კორონავირუსი“ დაუდასტურდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე „ახალი კორონავირუსის“ მატარებელია. ვირუსის დადასტურების შესახებ მან თავად გაავრცელა განცხადება. „საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს 10 მარტს, განმეორებით ჩატარებული კვლევების შედეგად დაუდასტურდა “კორონავირუსი” COVID-19. გამომდინარე იქიდან, რომ მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის ოჯახის წევრს გასული კვირის ხუთშაბათს დაუდასტურდა “კორონავირუსი” COVID-19, იგი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. პარასკევს გაკეთებული პირველადი კვლევის შედეგი იყო უარყოფითი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მკურნალობას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგები შემხებლობის პერიოდიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად არ…

მეტი...