“არის მცდარი მოლოდინები, რომ ყველას ეკუთვნის დახმარება” – ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული

  •  

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, საველე ჰოსპიტალში 12 პაციენტია მოთავსებული.

მისი განცხადებით, თბილისიდან 7 პაციენტზე ელოდებიან პასუხს, აქვთ თუ არა მათ კორონავირუსი.

„ამ წუთისთვის საველე ჰოსპიტალში არის 12 პაციენტი შესაბამისი სიმპტომატიკით და სადღაც 7 პაციენტთან ველოდებით თბილისიდან დასკვნებს”, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

რაც შეეხება მოსახლეობის დახმარებას, მისივე თქმით, უკვე 1000-მდე ოჯახს დაეხმარა სახელმწიფო, თუმცა ეს დახმარება ყველას არ ეკუთვნის და მთავრობა ვერც გაწვდება.

„არის მცდარი მოლოდინები იმაზე, რომ ყველას ეკუთვნის დახმარება. ხაზგასმით ვამბობ, 1000-მდე ოჯახთან მივედით, სადაც იყო მოწყვლადი ჯგუფები სხვადასხვა საჭიროებებიდან გამომდინარე და ჩვენ ამ დახმარებებს ვაგრძელებთ, მაგრამ მთლიან მოსახლეობას ეს ყველაფერი არ ეკუთვნის და ბუნებრივია, ამას ვერც გავწვდებით”, – აღნიშნა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, მარნეულში, მერიასთან ხალხმრავლობაა. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

მსგავსი თემები