საქართველოში ექიმიც დინფიცირდა

  •  

 კლინიკა „მედკაპიტალის“ ექიმს, რომელსაც 140-მდე თანამშრომელთან ჰქონდა შეხება, “ახალი კორონავირუსი” დაუდგინდა. გავრცელებული ინფორმაციით, ექოსკოპისტი ამერიკიდან 14 მარტს დაბრუნდა და რამდენიმე დღეში სამსახურში მივიდა, სადაც პაციენტებს მთელი დღის განმავლობაში იღებდა. დღეს კი, “მედიაცენტრი მთავარის” კითხვას, არის თუ არა შემთხვევები, როცა კლინიკაში, სამკურნალო დაწესებულებაში  დაინფიცირდა ადამიანი და რამდენი ასეთი შემთხვევა გვაქვს, დაავადებათა კონტროლის ერონული ცენტრის გენერალურ დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ ასე უპასუხა: “მსგავსი შემთხვევა ჯერ არ გვქონია, თუმცა, ამ საკითხისადმი ყურადღება გამახვილებულია, რადგან, მოგეხსენებათ, რომ ჩინეთშიც და იტალიშიც, სხვა ქვეყნებშიც სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი საკმაოდ შემაშფოთებელი იყო”. სამწუხაროდ, ექიმის დაინფიცირება გვიან დადასტურდა.

მეტი...

მადრიდის ყინულის სასახლე მორგად კეთდება – კატასტროფა ესპანეთში

  •  

 „ახალი კორონავირუსის“ გავრცელების გამო, ესპანეთი მიცვალებულთა „დაბინავებას“ ვერ ასწრებს. ხეზე მომუშავე საამქროები კი ავეჯის შეკვეთებს არ იღებენ და კუბოების შეკვეთებზე გადაერთნენ. ქვეყანაში 2 696 ადამიანია დაღუპული. სპეციალისტები შემთხვევების მატებას ელოდებიან, ამიტომ ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, მადრიდის ყინულის სასახლე, სადაც ბავშვები ციგურებზე სრიალებდნენ, დროებით მორგად გადაკეთდება. ყინულის სასახლეში პირველად იმ 17 მოხუცის ცხედარი გადაასვენეს, რომლებიც სამხედროებმა მიტოვებულ თავშესაფრებში აღმოაჩინეს.  პენსიონერების ნაწილი საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიებას აქვს ვერსია, რომ პერსონალმა თვითნებური გადაწყვეტილება მიიღო, თავშესაფარი დატოვა და უმწეო მოხუცები მიატოვა. საქმეს პროკურატურა იძიებს. პარალელურად, იმ თავშესაფრებში, რომლებიც ფუნქციონირებს, პაციენტებიც გადაჰყავთ.

მეტი...

“ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ ვირუსის გადაცემის ტემპის მაქსიმალურად შენელებისთვის ორი კვირა მოიგო” – ევროპული გამოცემა

  •  

 ევროპული გამოცემა ,,euractiv” პუბლიკაციაში სახელწოდებით – “საქართველოს გაშმაგებული ბრძოლა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ” აღნიშნულია, რომ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ახალი შემთხვევების მატება საკმაოდ ნელია. „26 თებერვალს პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან საქართველოს ახალი კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 61 დადასტურებული შემთხვევა გააჩნდა 23 მარტის მდგომარეობით. სავალდებულო კარანტინში 3320 ადამიანია მოთავსებული და ეს კავკასიური ქვეყანა აპლოდისმენტებს იღებს პანდემიის წინააღმდეგ გაჩაღებული გლობალური ბრძოლის ფარგლებში მიღწეული წარმატებისთვის. შედარებისთვის, მეზობელ სომხეთში პირველი შემთხვევა 2 მარტს დაფიქსირდა და 22 მარტისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 194 დადასტურებული შემთხვევა გააჩნია”,- აღნიშნულია სტატიაში. გამოცემა ჯანდაცვის ექსპერტთა და მკვლევართა შეფასებებსაც აქვეყნებს, სადაც ისინი საქართველოში ჯანდაცვის სფეროს…

მეტი...

ოზურგეთიდან ერთი მოქალაქე საკარანტინო სივრცეში იძულებით გადაიყვანეს

  •  

 ოზურგეთიდან ერთი მოქალაქე საკარანტინო სივრცეში იძულებით გადაიყვანეს. თვითიზოლაიციის წესის დარღვევისთვის კარანტინში გადაყვანილი პირი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის მკვიდრია. „მამაკაცი მარნეულიდან ჩამოვიდა, სადაც კარანტინია გამოცხადებული. იგი უნდა ყოფილიყო თვითიზოლაციაში, თუმცა  დაარღვია იზოლაციის წესები. გამოძახებულ იქნა კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და მამაკაცი იძულებით გავგზავნეთ მახინჯაურში. თვითიზოლაციაში მყოფი ყველა პირი კონტროლდება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა მერის მოადგილე, ირაკლი სირაძემ.

მეტი...

“ერთ-ერთ პაციენტს ჰქონდა კოლეგებთან კონტაქტი, მაგრამ ის მაშინ ჯანმრთელი იყო” – მარინა ეზუგბაია

  •  

 ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ COVID 19-ით დაინფიცირების დღეს გამოვლენილი 4 შემთხვევიდან 1 ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურდა. მისივე ინფორმაციით, პაციენტი ამერიკის კლასტერიდანაა და მაშინ, როდესაც ვირუსის ნიშნები გამოვლინდა, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მარიანა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი პაციენტის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, პრობლემური არ არის. “ამ პაციენტს ჰქონდა კოლეგებთან კონტაქტი, მაგრამ ის მაშინ ჯანმრთელი იყო, როგორც ვიცი. მან როდესაც სამსახურში სიარული შეწყვიტა, რამდენიმე დღის შემდეგ გამოუვლინდა კლინიკა. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ მასთან არსებული კონტაქტები არ ჩაითვლებიან, როგორც ინფიცირებულთან კონტაქტები. მაგრამ ეს გამოვლინდება დინამიკაში. ამ ქალბატონთან არსებულ კონტაქტებზე შესწავლა და დაკვირვება გაგრძელდება,”-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მეტი...

თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების შემოვლითი გზების პატრულირებას ახორციელებენ

  •  

 თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მარნეულისა და ბოლნისის გარე პერიმეტრს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად სპეციალურად მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე აკონტროლებენ. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ მეორეხარისხოვან, შემოვლით გზებზე ხორციელდება პატრულირება და ოპერაციის რაიონის ტექნიკური თვალთვალის საშუალებით კონტროლი. სამხედროები მეორეხარისხოვან გზებს 24 საათის განმავლობაში დრონის, თერმული, ღამის ხედვისა და დღის პირობებში ოპტიკური საშუალებებით აკონტროლებენ. „მეორეხარისხოვანი გზების გაკონტროლების მიზნით, თავდაცვის ძალების ექვსი სტაციონარული და ერთი მობილური საკონტროლო პუნქტია მოწყობილი. დღე-ღამის განმავლობაში მობილური ჯგუფი სტაციონარულ პუნქტებს შორის ავტომანქანებით პატრულირებს, სტაციონარული პუნქტიდან კი ქვეითი პატრული შემოვლით გზებს აკონტროლებს. სამხედროების მიერ დარღვევის…

მეტი...

“ჩვენ გადავრჩებით, ოღონდ რაღაც მასშტაბის მსხვერპლის ფასად” – თენგიზ ცერცვაძე

  •  

 “ჩვენ გადავრჩებით, ოღონდ რაღაც მასშტაბის მსხვერპლის ფასად”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჩვენ გადავრჩებით იმას, რასაც ვერ გადარჩა ევროპის ქვეყნების უმრავლესობა, მაგრამ მთლიანად ვერ გადავრჩებით. „შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დიდხანს შევინარჩუნებთ არსებულ სურათს, იქნება უფრო მეტი გავრცელება, ასევე იქნება ლეტალური შემთხვევები, როგორც ახლა, განვითარებულ ქვეყნებთან მიმართებაში ერთი-ორი საფეხურით უკან ვდგავართ დანაკარგების რაოდენობით, თუმცა კარგი შედეგების თვალსაზრისით, ერთი-ორი საფეხურით წინ ვართ, გვინდა ეს პროპორცია შევინარჩუნოთ. ჩვენთანაც იქნება ბევრად მეტი შემთხვევა, იქნება შიდაგავრცელება, ლეტალური შემთხვევებიც, მაგრამ მგონია, რომ არსებულ დისტანციას შევინარჩუნებთ. პირობითია ეს ცნება, მაგრამ ჩვენ…

მეტი...

მარნეულში ინფიცირებული 62 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა – ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

  •  

 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, მარნეულში ინფიცირებული 62 წლის ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. „მას ამ ინფექციის ყველაზე მძიმე გართულება აქვს – მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი. გარდა ამისა, ორჯერ ინსულტი აქვს გადატანილი, გაკეთებული აქვს შუნტირების ოპერაცია, სტენტირება და ორმხრივი პნევმონია. ამ პაციენტის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. თუმცა კლინიკამ დასტაბილურება მოახერხა, მაგრამ პროგნოზი სერიოზული რჩება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მეტი...

ინდოეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კარანტინი გამოაცხადეს

  •  

 ინდოეთის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი გამოაცხადა. საყოველთაო კარანტინი ადგილობრივი დროით შუაღამით ამოქმედდება და 21 დღეს გაგრძელდება. „თქვენი სახლებიდან გასვლაზე სრული აკრძალვა დაწესდება“, – განაცხადა ქვეტნის პრემიერ-მინისტრმა ნარენდა მოდიმ. ინდოეთში, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა, კორონავირუსით ინფიცირების 482 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია ცხრა ადამიანი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 70-მდე გაიზარდა

  •  

 საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, ქვეყანაში სულ 70 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის ცხრა გამოჯანმრთელებულია. ​კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252.

მეტი...

საბერძნეთიდან საქართველოს 121 მოქალაქე სპეციალური რეისით ჩამოფრინდა

  •  

 დღეს, საბერძნეთიდან საქართველოს 121 მოქალაქე სპეციალური რეისით ჩამოფრინდა. მგზავრები სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, სადაც 14 დღეს დაჰყოფენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, მსგავსი რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან მომდევნო დღეების განმავლობაშიც შესრულდება.

მეტი...

ევროპის შემდეგ, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი შესაძლოა, აშშ გახდეს

  •  

 ევროპის შემდეგ, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატები გახდეს. როგორც „როიტერი“ იტყობინება, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა, მარგარეტ ჰარისმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები ძალიან სწრაფად იმატებს. „ჩვენ ჯერ ვერ ვიტყვით დაზუსტებით, თუმცა ამის პოტენციალი არის“, – აღნიშნა ორგანიზაციის წარმომადგენელმა. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში გამოვლენილია კორონავირუსის 46 ათასზე მეტი შემთხვევა, აქედან 21 ათასზე მეტი ინფიცირება ნიუ იორკის შტატში ფიქსირდება. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილია 593 ადამიანი.

მეტი...

ზუგდიდში მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა უფასო გახდა

  •  

 ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო გახდა. ავტობუსებით მოქალაქეები გადაადგილებას თანხის გადახდის გარეშე შეძლებენ.  როგორც ქალაქის მერმა, გიორგი შენგელიამ განაცხადა, გადაწყვეტილება მძღოლების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო.  “ასეთ პირობებში ჩვენ ვერ ვიცავთ უსაფრთხოებას, ზუგდიდელები მგზავრობის თანხას იხდიან ნაღდი ფულით და უშუალო კონტაქტი აქვთ მძღოლებთან, რაც ზრდის საფრთხეს, ამიტომაც მივიღეთ მძღოლების იზოლირების გადაწყვეტილება”,- აღნიშნა გიორგი შენგელიამ. საჭირო თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა, მძღოლებსაც ამ ხნის განმავლობაში ფიქსირებულ ხელფასს გადაუხდიან. მკაცრად გაკონტროლდება ავტობუსებში მგზავრების რაოდენობაც.

მეტი...

ბოლნისში კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია დაიწყო

  •  

 ბოლნისში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანია დაიწყო. მოხალისეების ჯგუფი ხმის გამაძლიერებლის საშუალებით სამ ენაზე ადგილობრივებს საკარანტინო რეჟიმის ამოქმედებასა და ვირუსთან დაკავშირებით, პრევენციულ ღონისძიებების შესახებ ატყობინებს. „ჩვენ, ახალგაზრდები ჩავერთეთ მუნიციპალიტეტის მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიაში. ყველა დასახლებულ პუნქტში ვახდენთ ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მოსახლეობის ინფორმირებას, რათა მათ ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დარჩნენ სახლში და დაიცვან მაქსიმალურად მიცემული რეკომენდაციები“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოხალისემ, გიორგი მეშველიანმა.

მეტი...

“ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა” – გომელაური მარნეულში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე

  •  

 შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გუშინ, მარნეულში, პოლიციელებსა და ადგილობრივებს შორის მომხდარ ინციდენტს სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ მსგავსი საქციელისთვის პასუხს ყველა აგებს. „ის ინციდენტი, რაც გუშინ მოხდა, ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა. მძიმეა ნამდვილად საუბარი. ადამიანებს, რომლებიც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ღამის ორ საათზე ადგნენ, ჩატვირთეს ეს კარვები, რათა რომ გაჭირვებოდა მარნეულის მოსახლეობას, დახმარებოდნენ, მთელი ღამე იმუშავეს, დილით მომაწოდეს ინფორმაცია, რომ გავშალეთ, ბატონო მინისტრო, დავალაგეთ ყველაფერი, საწოლები 100 კაცზე, შემდეგ რაც მოხდა კი იცით, შეურაცხყოფა მიაყენეს, ხელით შეეხნენ. დავაკავეთ ორი პიროვნება, კიდევ ვმუშაობთ. მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ყველა ასეთი ადამიანი, მარნეული…

მეტი...

“კარანტინის დარღვევის მცდელობები იყო, თუმცა არავინ დაგვიკავებია” – ვახტანგ გომელაური

  •  

 შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მარნეულში შეზღუდვების დარღვევის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა მოქალაქეები პოლიციელების დანახვისთანავე უკან ბრუნდებიან და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს დამატებითი ღონისძიებების გატარება არ უწევთ.  “იყო რამდენიმე მცდელობა, გუშინაც ღამით იყო მცდელობა, ზოგი ამბობდა ვსეირნობ, ზოგი- ბაღში გავდივარ სამუშაოდ. დღესაც იყო ერთი შემთხვევა, ისიც მობრუნდა, უკან წამოვიდა, რომ ხედავენ პოლიციელებს უკან ბრუნდებიან. რომ გითხრათ გაიქცა და დევნა განხორციელდა და დავაკავეთ, ასეთი თემა არ ყოფილა,”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. ​მინისტრის ინფორმაციით, კარანტინის ზომების დარღვევისთვის მოქალაქეებს 3000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ, ხოლო მისი გამეორებისთვის მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება. თუმცა,…

მეტი...

მღვდელი, რომელმაც რესპირატორი მისთვის უცნობ ახალგაზრდა ინფიცირებულს დაუთმო, გარდაიცვალა

  •  

 იტალიელი მღვდელი, რომელმაც საკუთარი რესპირატორი მისთვის უცნობ ახალგაზრდა ინფიცირებულს დაუთმო, გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჯუზეპე ბერარდელი გასულ კვირას გარდაიცვალა. საავადმყოფოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მღვდელმა უარი თქვა რესპირატორზე, რომელიც მრევლმა მისთვის შეიძინა და არჩია ის, ახალგაზრდა პაციენტისთვის მიეცათ. დაკრძალვის ცერემონიალი არ გამართულა. როდესაც გარდაცვლილი მღვდელი ქუჩაში გამოასვენეს, ქალაქის მცხოვრებლებმა ის საკუთარი აივნებიდან და ფანჯრებიდან ტაშით გააცილეს.

მეტი...

პირბადეები სასურსათო მაღაზიებში დასაქმებულებსა და მეტროს მემანქანეებს დაურიგდება

  •  

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, პირბადეები სასურსათო მაღაზიებში დასაქმებულებსა და მეტროს მემანქანეებს დაურიგდებათ. ნათია თურნავა პირბადეების მწარმოებელ საწარმო “მოვი”-ში იმყოფებოდა, სადაც ადგილზე გაეცნო პირბადეების წარმოების პროცესს. „აქამდე საჭიროების არარსებობის გამო არ გაგვაჩნდა ეს წარმოება, თუმცა ძალიან სწრაფად მოვახერხეთ ორგანიზება. სულ უფრო მეტი სამკერვალო საწარმო ერთვება პროგრამაში. ნედლეული შემოდის უცხოეთიდან და ვცდილობთ, ეს მიწოდება ავაწყოთ და პირბადე მივაწოდოთ ყველა იმ კატეგორიას, ვისთვისაც ეს საჭიროა. დიდი დეფიციტია და ამიტომაც დავიწყეთ წარმოება“,- აღნიშნა თურნავამ. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პირბადეების რეალიზაცია მალე დაიწყება და ეს ფასის კონტროლით მოხდება. „ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი…

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებულ უკრაინელ მღვდელს 500-მდე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი

  •  

 კორონავირუსით ინფიცირებულ უკრაინელ მღვდელს 500-მდე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ის საეკლესიო მსახურებებზე იმყოფებოდა და დაკრძალვის ცერემონიალშიც მონაწილეობდა.  მღვდელი 19 მარტიდან ჰოსპიტალიზირებულია და ამჟამად ტორნოპოლის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანტონ გერაშჩენკომ ყველას, ვისაც ჰქონდა კონტაქტი ტერნოპოლელ მღვდელთან, მოუწოდა დარჩნენ სახლებში და დაუკავშირდნენ ექიმს. ამ დროისთვის ტერნოპოლის ოლქში ინფიცირების ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. ტერნოპოლის საოლქო ლაბორატორიული ცენტრის მონაცემებით, ორივე მამაკაცი ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში დასაფლავებაზე იმყოფებოდა და იქ დაინფიცირდა.

მეტი...

შეზღუდვები, რომლებიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ფარგლებში დაწესდა

  •  

 საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ფარგლებში, კონკრეტული შეზღუდვები დაწესდა. 1.     იზღუდება სატრანსპორტო მიმოსვლა: ·        საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, შეჩერებულია ყველა სახის საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა – საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო. ჩარტერული ფრენები იგეგმება საჭიროებისამებრ. შეწყვეტილია სამგზავრო მატარებლების მოძრაობა, შეუფერხებლად ხორციელდება მხოლოდ სატვირთო გადაზიდვები. ·        იკრძალება საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა. ჩერდება შიდა საჰაერო მიმოსვლა მგზავრთა გადაყვანის მიზნით. საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება მხოლოდ ჩარტერული ფრენები.         ·        თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული…

მეტი...

რა არ იზღუდება საქართველოში საგანგებო მდგომარეობის დროს?

  •  

 საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ფარგლებში, დასაშვებია: ·        10-ზე მეტი პირის თავშეყრა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ მას არ შეუჩერდა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის გამო;   ·        10-ზე მეტი პირის თავშეყრა სამედიცინო ან საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში; ·        10-ზე მეტი პირის თავშეყრასთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას; ·        დასაშვებია სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაცია;…

მეტი...

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელური კარანტინის ზონაში ჩავიდა

  •  

 ამ წუთებში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მარნეულში იმყოფება. მინისტრი ადგილზე გაეცნობა იმ ვითარებას, რაც ამჟამად კარანტინის ზონაშია. ვახტანგ გომელაურს მედიასთან ბოლნისში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ კარანტინის ზონებში დღის მანძილზე ძალოვნების მობილიზება გაძლიერდა.

მეტი...

“ბავშვები გაიყვანეთ ქალაქგარეთ, სოფლებში, იზოლირებულ აგარაკებზე” – თემურ მიქელაძე

  •  

 “დაიცავით სოციალური დისტანცირება და გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა! საქართველოში დღევანდელი ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, ბავშვები ეზოში, რეკრეაციულ და ღია სივრცეებში ჩაიყვანეთ 15-წუთიანი ხანგრძლივობით 2-3-ჯერ დღის განმავლობაში” -აცხადებს ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე. იგი მშობლებს კორონავირუსის პანდემიის დროს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მათ 10 რეკომენდაციას სთავაზობს. „დაიცავით სოციალური დისტანცირება და გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა! საქართველოში დღევანდელი ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, ბავშვები ეზოში, რეკრეაციულ და ღია სივრცეებში ჩაიყვანეთ 15-წუთიანი ხანგრძლივობით 2-3-ჯერ დღის განმავლობაში! ეზოში არ დატოვოთ მარტო, მოზრდილის მეთვალყურეობის გარეშე! ხშირად დაიბანეთ ხელები გამდინარე წყლით, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალებები! არ წაიყვანოთ ბავშვები და არც თქვენ წახვიდეთ ახლობლების, მეგობრებისა…

მეტი...

“ნუ ელოდება მოსახლეობა, რომ გავარდება და გაიკეთებს ტესტს” – აკაკი ზოიძე

  •  

 ნუ ელოდება მოსახლეობა რომ გავარდება და გაიკეთებს ტესტს – ამ განცხადებას ჯანდაცვის საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მკვლევარი აკაკი ზოიძე აკეთებს.   “ჯერ ერთი, არ სჭირდება, მეორეც – გითხარით გერმანიის მაგალითი, იქნება უბრალოდ წყალში გადაყრილი რესურსი, თუ ეს არ მოხდა დანიშნულების მიხდვით სიმპტომატურ პაციენტებში. ამასთან, მოგვცემს ყალბი თვითდაჯერების და იმედის საფუძველს, რომ მე არ მჭირს ვირუსი, ამ დროს შეიძლება სჭირდეს ვირუსი, ან კიდევ პირიქით, მისცემს ყალბ დადებით რეაქციას, მერე გაირკვევა, რომ არ აქვთ. ასე რომ, ყველაზე დიდი საფრთხე რაც არის, თვითიზოლაცია ვისაც აქვს, ის ადამიანები, მე ვიცი, რომ პირველ რიგში ის…

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა არსებული ვითარება განიხილა

  •  

 საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს სხდომაზე განხილული იყო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებული საკითხები. აღინიშნა, რომ ვინაიდან არსებობს ალბათობა, სასწავლო პროცესი აპრილის ბოლოსაც ვერ გაგრძელდეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ  ოპერატიულად გადადგა ნაბიჯები დისტანციური სწავლების გაძლიერების მიმართულებით. ხაზი გაესვა ამ პროცესში საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან წარმატებულ თანამშრომლობას, რის შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება. პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ინტერნეტ პროვაიდერებს, გაითვალისწინონ  სტუდენტების და მოსწავლეების ინტერესი, რათა მათ მარტივად ჰქონდეთ…

მეტი...

“საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 67 შემთხვევიდან ორი ავსტრიის მოქალაქეა” – ეკატერინე ტიკარაძე

  •  

 ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავისრუსის 67 შემთხვევიდან ორი ავსტრიის მოქალაქეა. მისივე თქმით, გუშინ ღამით დაინიშნა სპეცრეისი ავსტრიის სახელმწიფოს მხრიდან და მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში წაიყვანეს. აქედან გამომდინარე, მინისტრის განმარტებით, ამ დროის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსი საქართველოს 65 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათ შორის, ცხრა უკვე გამოჯანმრთელებულია. „დღეის მდგომარეობით, ლუგარის ლაბორატორიას დადასტურებული აქვს 67 შემთხვევა. უბრალოდ, გამოვლენილი შემთხვევებიდან ჩვენ გვყავდა ორი უცხოელი მოქალაქე, კერძო,დ კი ავსტრიელები. გუშინ ღამით მოხდა სპეცრეისის დანიშვნა ავსტრიის სახელმწიფოს მხრიდან და მათი მოქალაქეები გადაყვანილი იყვნენ ავსტრიაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთან საქართველოს მოქალაქე დაფიქსირებული არის 65 და ამ 65 მოქალაქიდან…

მეტი...

მარნეულის შესასვლელს თავდაცვის ძალები დაემატება

  •  

 საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ხუთ შესასვლელს ბოლნისსა და კაზრეთში, ასევე თეთრიწყარო-მარნეულისა და წითელი ხიდი-რუსთავის დამაკავშირებელ გზებზე საგანგებოდ მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად აკონტროლებენ.  საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე სამხედრო მოსამსახურეები ყველა შემსვლელ-გამომსვლელ პირს ამოწმებენ. საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის დანაყოფი სპეციალური ხსნარით ტერიტორიაზე შემავალი და გამავალი ავტოტრანსპორტის დამუშავებას უზრუნველყოფს. დანაყოფი ნატოს სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელიც სხვადასხვა ეპიდემიის და მსგავსი შემთხვევების ლიკვიდაციისთვის გამოიყენება. თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი კი, საგუშაგოებთან გაშლილ საველე კარვებში მოქალაქეებს პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებს.  მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით,…

მეტი...

მარნეულიდან გადმოყვანილ ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

  •  

 კიდევ ერთი პაციენტი გადის მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც მარნეულიდან გადმოიყვანეს. საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ლევან გოფოძის ინფორმაციით, მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. პაციენტს დაუდგინდა ფილტვების ორმხრივი ანთება და ასევე აღენიშნება რიგი თანმხლები დაავადებები.  “ეს პაციენტი არის რეანიმაციის განყოფილებაში ამჟამად, მას დადგენილი აქვს ორმხრივი პნევმონია, თირკმლის უკმარისობა რიგი თანმხლები დაავადებებით. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. გუშინვე გაკეთდა ტესტირება, რადგან მარნეული იყო და დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია ამან. აღმოჩნდა, რომ ნეგატიურია კორონავირუსზე. როგორც ვვარაუდობდით ზუსტად ისე აღმოჩნდა,” – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ.

მეტი...

შესაძლებელია, კერძო სკოლებმა მოსწავლეებს გადასახადი გაუნახევრონ

  •  

 „კორონავირუსის საფრთხის“ გამო, დისტანციურ სასწავლო პროცესზე გადასვლიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, კერძო სკოლები მოსწავლეებს სწავლის საფასურს გაუნახევრებენ. აღნიშნული პრობლემით, „მედიაცენტრს მთავარს“ სხვადასხვა სკოლის 54-მა მშობელმა მიმართა. როგორც ისინი აცხადებენ, სწავლის საფასურის გადახდა უჭირთ, რაც კერძო სკოლებმა უნდა გაითვალისწინონ. ლიკა ბ: „ძალიან ძნელია, ამ პირობებში სწავლის სრული საფასური გადავიხადოთ. ბევრმა დავკარგეთ სამსახური, ბევრი უხელფასო შვებულებაშია, ბევრს გაუნახევრდა შემოსავალი ან საერთოდ არ აქვს. ამიტომ, იქნებ გაითვალისწინონ ჩვენ მდგომარეობა და სწავლის საფასური მინიმუმ გაგვინახევრონ მაინც. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კერძო სკოლებს ხარჯიც ნაკლები აქვთ, სკოლა არ ფუნქციონირებს, ინფრასტრუქტურული ხარჯი არ აქვთ და არც კვების…

მეტი...

“ჩვენი ქვეყანა იმისთვის არ აშენებულა, რომ დაიხუროს, თვეებს ვერ დაველოდებით” – დონალდ ტრამპი

  •  

 დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია კორონავირუსთან დაკავშირებით გასულ კვირას გამოქვეყნებული 15-დღიანი სამოქმედო გეგმის გადახედვას და ახლის შედგენას აპირებს, რომლის მიზანია ქვეყანა ნორმალურ სამუშაო ძალასა და ეკონომიკას დაუბრუნდეს. “ჩვენი ქვეყანა იმისთვის არ აშენებულა, რომ დაიხუროს. არ ვაპირებთ, განკურნება პრობლემაზე უარესი გახდეს. პირდაპირ გეტყვით, თვეებს ვერ დაველოდებით, ვაპირებთ, ქვეყანა გავხსნათ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის შედეგები თანდათან უარესდება. “ის უარესდება, თუმცა ვცდილობთ, ნაკლებად ცუდი შედეგები გვქონდეს, ცხადია, გარკვეული დროის მანძილზე რიცხვები გაიზრდება, თუმცა, შემდეგ კლებას დაიწყებს”, – განმარტა დონალდ ტრამპმა და დასშინა, რომ “აშშ…

მეტი...

პანამაში, კორონავირუსით ინფიცირებული 13 გოგონა გარდაიცვალა

  •  

 პანამის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ქვეყანაში 13 წლის გოგონა გარდაიცვალა. მინისტრმა აღნიშნა, რომ გოგონა და 92 წლის მამაკაცი ბოლო პაციენტები არიან, ვინც ვირუსს ემსხვერპლა. პანამაში ინფიცირების 313 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მეტი...

მარნეულში საველე ჰოსპიტალის მოწყობა დასრულებულია

  •  

 მარნეულში საველე ჰოსპიტალის მოწყობა დასრულებულია. 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა ტექნიკურად სრულად არის აღჭურვილი. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით მოეწყო ტრიაჟის კარავი, სადაც საჭიროების შემთხვევაში შეფასდება პაციენტების მდგომარეობა. ასევე გამართულია ბოქსირებული და სტანდარტული პროცედურების შესაბამისი კარვები. ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან.

მეტი...

ღამის 12:00 საათიდან თბილისის ქუჩების დეზინფექცია დაიწყება

  •  

 კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, ღამის 12:00 საათიდან თბილისის ქუჩების დეზინფექცია დაიწყება. დედაქალაქსა და რეგიონებში სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებაში სურსათის ეროვნული სააგენტო ჩაერთვება. სამინისტროში მობილიზებულია 60 ერთეული ტექნიკა, რომელიც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად დაათვალიერა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სადეზინფექციო სამუშაოებს უწყებები კოორდინირებულად განახორციელებენ. მობილიზებული არიან და აქტიურად ჩაერთვებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, რომლებსაც ღონისძიებების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვთ. სადეზინფექციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით, ხოლო სამუშაოების ჩატარების ლოკაციები და განრიგი თბილისის მერიასთან შეთანხმებით და მოსახლეობის წინასწარი ინფორმირების შემდეგ განხორციელდება. სპეციალური…

მეტი...

საგანგებო მდგომარეობის დროს, მძღოლები, რომლებმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარეს, არ დაჯარიმდებიან

  •  

 ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მოქალაქეებს ტექინსპექტირების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები არ დაეკისრებათ. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ეს წესი იმოქმედებს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. “პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჩვენ დავუშვით და არ აგვიკრძალავს ტექმომსახურების სერვისების ფუნქციონირება, ისინი მოემსახურებიან როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს. რაც შეეხება ჯარიმებს, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე ჯარიმები არ დაეკისრებათ და ეს გადავადებულია. ასე, რომ შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს საგანგებო ვითარების პირობებში იმოქმედებს“, – განაცხადა მინისტრმა.

მეტი...

ინფიცირებულები 6 მუნიციპალიტეტში იმყოფებიან

  •  

 ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპისთვის, „ახალი კორონავირუსით“ ინფიცირებული პაციენტები საქართველოს მასშტაბით 6 მუნიციპალიტეტში გადანაწილდნენ. „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვა ჯანდაცვის მინისტრს: ქვეყნის მასშტაბით, რამდენ მუნიციპალიტეტში გვყავს დაინფიცირებული ადამიანები, თუ შეგიძლიათ, ჩამითვალეთ? ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპისთვის, ინფიცირებული ადამიანები გვყავს მარნეულში, ძირითადი მასა მოთავსებულია თბილისში, ასევე გორის ჰოსპოტალში, საჩხერის საავადმყოფოში, ბათუმსა და ქუთაისში.  

მეტი...

რამდენად საიმედოა ე.წ შავი პირბადე კორონასგან დასაცავად

  •  

 ინფექციონისტი მაია ჯანაშია პირბადეების შესახებ ვრცელ ინფორმაციას აქვეყნებს: “მრავალჯერადი ვითომ “დამცავი პირბადე” იმ პრობლემას ვერ მოაგვარებს რაზეც ასე ვღელავთ. ის ალბათ უფრო გვათბობს, ვიდრე გვიცავს. იმ ტიპის პირბადის შეკერვას, რომ მინიმუმ ქირურგიული სტანდარტი დააკმაყოფილოს, უნდა ცოდნა. მინიმუმ შეიკეროს იმ ქსოვილისგან, რომელიც უძლებს მაღალ ტემპერატურას (ხარშვას, დასტერილებას). ესეც გამოუვალ შემთხვევაში , შეიძლება ამით ჩანაცვლდეს ე.წ ქირურგიული ნიღბები და არა ეს ახალი “ტრენდული face mask”-ები. (სახის ნიღბები) მოკლედ მინდა გამოვეხმაურო შეკითხვას: გვიცავს თუ არა ე.წ. “შავი პირბადე” კორონასგან? მიუხედავად ბევრი გაფრთხილებისა, ხალხის მასა, რომელსაც ჰგონია, რომ ივლის უდარდელად იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის…

მეტი...