მრევლისთვის მონიშნული სპეციალური ადგილები და რეკომენდაციები – მზადება ტაძრებში

  •  

 სამების საკათედრო ტაძარში მრევლისთვის ადგილებს ნიშნავენ. ტაძრის ტერიტორიაზე 2 ათასი სტიკერი კვირის ბოლომდე გაიკვრება. მრევლის გარდა, 2 მეტრიან დისტანციაზე, თეთრ ქაღალდზე დგომა მოუწევთ სასულიერო პირებსა და მედიის წარმომადგენლებს. სამების შიდა ტერიტორიის გარდა, მრევლისთვის ადგილების მონიშვნა ხდება ტაძრის ეზოშიც, სადაც საეკლესიო ღვთისმსახურებას მორწმუნეები ხმის გამაძლიერებლებით მოისმენენ. დისტანციის დაცვა მკაცრად გაკონტროლდება სხვა ტაძრებშიც. მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში მთელი ეზო გვირილებით მოხატეს, სწორედ ამ ყვავილებზე დადგება მრევლი. 2 მეტრიან დისტანციას უკვე მთელი კვირაა მკაცრად აკვირდებიან სიონის ტაძარში. სასულიერო პირები, საპატრიარქოს განცხადებას იზიარებენ და მზად არიან რეკომენდაციების შესრულებას დროულად შეუდგნენ. სხვა ეკლესიების მსგავსად, სიონში…

მეტი...

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან ერთი ბათუმში, ერთი კი ზუგდიდში დადასტურდა

  •  

 კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან ერთი ბათუმში, ერთი კი ზუგდიდში დაფიქსირდა. ბათუმელი ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცია და საქართველოში თურქეთიდან ბოლო 24 საათის განმავლობაში შემოვიდა. საზღვრიდან ის პირდაპირ კარანტინში გადაიყვანეს, დღეს დილით კი საეჭვო სიმპტომებით ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია. აჭარაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი იმყოფება. რაც შეეხება ზუგდიდში დაფიქსირებულ შემთხვევას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული 67 წლის მამაკაცია, რომელიც, ასევე თურქეთიდან ჩამოვიდა, 20 მარტს. პაციენტი ზუგდიდის ინფექციურ საავდმყოფოშია მოთავსებული.

მეტი...

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა

  •  

 საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში, ამ დროისთვის კორონავირუსის 75 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ათი პაციენტი. ამასთან, კარანტინის რეჟიმში რჩება 4055 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში 30 000 ლარი გადარიცხა

  •  

 საქართველოს პრეზიდენტმა „სალომე ზურაბიშვილის” ფონდიდან კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში 30 000 ლარი გადარიცხა. „ფონდის ხელმძღვანელთან, ნათელა მაჭავარიანთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადავრიცხო 30 000 ლარი ჩემი პირადი ფონდიდან, რომელიც დაახლოებით, ერთი წლის წინ შეიქმნა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ქართველ ხალხს ჯანმრთელობა უსურვა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტმა ხელი დღეს ფონდის ხელმძღვანელთან ერთად მოაწერა.

მეტი...

საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, კუს ტბამდე მისასვლელი გზა იკეტება

  •  

 კუს ტბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, კუს ტბამდე მისასვლელი გზა იკეტება. „ჩვენი, როგორც კუს ტბის ადმინისტრაციის მიერ სახლში დარჩენის რეკომენდაციისა და გაფრთხილების მიუხედავად, ვიზიტორების გარკვეული ნაწილი მაინც სტუმრობდა ტერიტორიას და არღვევდა სოციალურ დისტანციას. იმის გამო, რომ საერთო სურათი არ შეცვლილა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა კუს ტბამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვა, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ და კვლავ მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში, მიუდგეთ დღევანდელ სიტუაციას პასუხისმგებლობით და ვიზრუნოთ ერთმანეთზე. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებისთვის“, – აღნიშნულია კუს ტბის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მეტი...

“ფრთხილად იყავით, ყველა რეკომენდაციას მოუსმინეთ და ერთად გავიმარჯვებთ” – პრეზიდენტი ემიგრანტებს მიმართავს

  •  

 საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს. პრეზიდენტი ემიგრანტებს მიმართავს. „მინდა, მოგმართოთ თქვენ, ჩემო თანამემამულეებო, ვინც დღეს იმყოფებით საქართველოს ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ახალი კორონავირუსი არის გავრცელებული, ძალიან მძიმე პირობებში, მოშორებული თქვენი ქვეყნიდან და თქვენი ოჯახებიდან. მე მინდა, დაგიდასტუროთ ჩემი სოლიდარობა. მინდა, გთხოვოთ ყველას, რომ ძალიან ფრთხილად იყავით, ყველა რეკომენდაციას მოუსმინეთ და ყველა ერთად გავიმარჯვებთ უთუოდ“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

ბოლნისისა და მარნეულის შესასვლელთან მოწყობილ გამშვებ პუნქტებთან მოძრავი ვიდეოკამერები დაინსტალირდა

  •  

 თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების შესასვლელებთან არსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე დამატებითი კონტროლის მექანიზმები დაამონტაჟეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით დაინსტალირდა მოძრავი ვიდეოკამერები, რომლის მეშვეობითაც აღმოსავლეთ სარდლობის მართვის ცენტრი პირდაპირ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ. “დღეს ქართველმა სამხედროებმა საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან მავთულხლართებიც დაამატეს და ამით ტერიტორიის კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრეს. გუშინ ღამით კი, აღმოსავლეთ სარდლობამ ხუთივე გამშვებ პუნქტზე ძლიერი ღამის განათების სისტემა დაამონტაჟა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მყარი ბარიერები განალაგა. ​ ქართველი სამხედროები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ბოლნისისა და მარნეულის საკარანტინო…

მეტი...

“დღეს ჩატარებული 10 ტესტიდან კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია” – მარინა ეზუგბაია

  •  

 “10-მა პაციენტმა ჩაიტარა ტესტი, მაგრამ ყველა უარყოფითი იყო”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. „დილის შემდეგ, ჯერჯერობით მონაცემები არ შეცვლილა. დადასტურებულია 73 პაციენტი, აქედან 32 არის ჩვენი პაციენტი, გაწერილია 10 პირი. ანუ ჩვენს ცენტრში მკურნალობს 32 პაციენტი. 73 პირიდან 31 პაციენტი არის ხუთ სხვა „კოვიდის“ მიმღებ დაწესებულებაში. არსებული სიტუაციით, დილის მონაცემებით 10-მა პაციენტმა ჩაიტარა ტესტირება და ახალ პაციენტებთან ყველასთან პასუხი იყო უარყოფით. ასევე უარყოფითია სამი ძველი პაციენტის პირველადი ტესტირება, ანუ გამოჯანმრთელებისთვის ჩატარებული ტესტირება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც სეფსისი აქვს, ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა,…

მეტი...

“1000 ტესტი განკუთვნილია მხოლოდ მარნეულის პაციენტებისთვის, ვინაიდან აქ არის მაღალი რისკი” – ეკატერინე ტიკარაძე

  •  

 ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მარნეულში COVID 19-ის დასადგენი სწრაფი ტესტები ჩაიტანა.  ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 1000 ტესტი განკუთვნილია მხოლოდ მარნეულის პაციენტებისთვის, ვინაიდან აქ არის მაღალი რისკი. „ეს სწრაფი ტესტები გახლავთ ასევე იმ ტესტების მსგავსი, როგორც აქამდე კეთდებოდა საქართველოში, თუმცა მათი დრო 6 საათის ნაცვლად შემცირებულია საათნახევრამდე, რაც პირველი ეტაპისთვის მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო შემოკლებულ ვადებში მივიღოთ გადაწყვეტილება პაციენტების ნაკადების მართვისთვის. ყველა ტესტი ჩამოტანილია აქ, ადგილზე და ჩვენი სპეციალისტები გააგრძელებენ მუშაობას. ჩვენ კიდევ ველოდებით ტესტების დამატებით რაოდენობას. 1000 ტესტი არის ამ ეტაპზე ჩამოტანილი და ველოდებით კიდევ დამატებით 3000 ტესტს კვირის ბოლოს, შემდეგ…

მეტი...

ექიმები ბრიტანეთის დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებიან

  •  

 პრინც ჩარლზის კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ, ექიმები ახლა დედოფლის მდგომარეობას აკვირდებიან. 94 წლის ელისაბედ მეორე სასახლეშია. ირკვევა, რომ დედოფალს შვილთან შეხება ბოლოს 12 მარტს ჰქონდა. რაც შეეხება პრინცს, ის ბოლო ორი კვირის განმავლობაში საჯარო შეხვედრებს მართავდა, სადაც, სავარაუდოდ, ვირუსი გადაედო. 

მეტი...

ჩინეთის მიერ ნაჩუქარი სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია

  •  

 ჩინეთის მიერ ნაჩუქარი სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია. ინფორმაციას  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია ავრცელებს და შესაბამის ფოტოებსაც აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენად განკუთვნილი ტესტები 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულებისაა. „სიჩუანის პროვინციის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი, 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების, კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი სწრაფი ტესტები, შესაბამისი აღჭურვილობით და აპარატურით უკვე თბილისშია“, – აცხადებს ელჩი არჩილ კალანდია.

მეტი...

პარიზში, თვითიზოლაციის რეჟიმს დრონებით გააკონტროლებენ

  •  

 საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, პარიზის პოლიცია თვითიზოლაციის რეჟიმს დრონებით გააკონტროლებს.  პარიზის პოლიციის პრეფექტის დიდიე ლალმანის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღების მიზანია, უფრო მარტივად გამოავლინონ ის მოქალაქეები, რომლებიც თვითიზოლაციისა და გადაადგილების შეზღუდვის წესებს არ იცავენ.

მეტი...

“ნიკოლოზ გამყრელიძე ერთ-ორ დღეში აუცილებლად გაეწერება“ – მარინა ენდელაძე

  •  

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. „ნიკოლოზ გამყრელიძე კლინიკურად ჯანმრთელია. რადიოლოგიურადაც კარგი მდგომარეობა აქვს, თუმცა ჯერ ვაწარმოებთ დაკვირვებას და ერთ-ორ დღეში აუცილებლად გაეწერება“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა. ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდგინეს.

მეტი...

შემოწმებულ ორ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

  •  

 ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხების მიხედვით სამხედროებს კორონავირუსული ინფექცია არ უდასტურდებათ. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დღემდე არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დადასტურებია. „უწყებამ სამხედროებში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. 21 მარტიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა, რითაც მნიშვნელოვნად შემცირდა ბაზებზე ვირუსის გავრცელების ალბათობა. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება. სპეციალური ჯგუფების მიერ მოწმდება სამხედრო მოსამსახურეების ტემპერატურა. შენობებში ხელმისაწვდომია შესაბამისი სადეზინფექციო და ჰიგიენის საშუალებები. ჯერ კიდევ 12 მარტს, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, თავდაცვის უწყების თანამშრომლების გარკვეული ნაწილი მუშაობის…

მეტი...

“9 დღის ახალშობილის დედას კორონავირუსი ამ ეტაპზე არ დაუდგინდა” – ლევან რატიანი

  •  

 ვირუსის სიმპტომებით მარნეულიდან გადმოყვანილი 9 დღის ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა.  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, ახალშობილის დედას COVID 19-ის ინფექცია, ჯერ ჯერობით, არ დაუდგინდა. “რაც შეეხება ახალშობილს, გუშინ შემოვიდა ჩვენს კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა ისევ რჩება კრიტიკული. ამ მხრივ, პარამეტრები სტაბილურია, ოქსიგენაცია გაუმჯობესებულია, მაგრამ ეს არ წარმოადგენს კლინიკურ გაუმჯობესებას, ვინაიდან დაავადება შეიძლება გართულდეს ნებისმიერ დროს. რაც შეეხება დედას, მისი ინფიცირება დადასტურებული, ჯერჯერობით, არ არის,” – განაცხადა ლევან რატიანმა.

მეტი...

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში საგანგებო სესიაზე, მთავრობის საქმიანობის წესის შესახებ კანონში ცვლილებები დამტკიცდა

  •  

 აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში საგანგებო სესია გაიმართა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა. სესიაზე თავიდანვე აღინიშნა, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შესაკავებლად და მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შესამცირებლად, ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლო სტრუქტურები ქვეყანაში  გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნათა სრული გათვალისწინებით მოქმედებენ. რეგლამენტის დაცვით და პრეზიდიუმის გადაწყვეტილების შესაბამისად სხდომამ განიხილა ორი საკითხი: კანონპროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ და “აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე”. “მიზანშეწონილია უმაღლესი საბჭოს თანამშრომელთა დიდი ნაწილის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაყვანა, რასაც სესიაზე კენჭი ეყარა და ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება –…

მეტი...

როგორ გავუმკლავდეთ თვითიზოლაციას ბავშვებთან ერთად – რეკომენდაციები მშობლებს

  •  

 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მშობლებს რეკომენდაციებს აცნობს. ახალ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი მშობლებს სთავაზობენ რეკომენდაციებს, რომლებიც მათ დაეხმარება, გაუმკლავდნენ შექმნილ ვითარებას: ✅ შეინარჩუნეთ სიმშვიდე ✔️ არ გამოხატოთ შფოთვა და უიმედობა, ბავშვების თანდასწრებით. ისეთ უჩვეულო ვითარებაში, როგორიც დღეს მთელ მსოფლიოში და ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ბავშვები და მოზარდები, ძირითადად, მშობელთა ქცევებიდან გამომდინარე რეაგირებენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ზრდასრულებმა საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე იზრუნონ. ✔️ დღის განმავლობაში, დაუთმეთ გარკვეული დრო საკუთარ თავს. ✔️ დაკავდით თქვენთვის საინტერესო…

მეტი...

“მარნეულიდან ჩამოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტები საფრთხეს არ ქმნის” – სოზარ სუბარი

  •  

 “მარნეულიდან ჩამოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, როცა თბილისიდან მანქანა ჩადის მარნეულში, რომელმაც უნდა შეიტანოს სურსათი, ის სოფლის მეურნეობის პროდუქცია დაიტვირთება და გავა მუნიციპალიტეტიდან ისე, რომ შეხება არ ჰქონდეთ ადამიანებს შემსვლელ მანქანაზე. „მე ბევრჯერ ველაპარაკე ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს, ექსპერტებს და სოფლის მეურნეობის პროდუქციიდან, კარტოფილი იქნება, ხახვი, მწვანილი არანაირი საფრთხე არ არსებობს. ჩვეულებრივად მინდვრიდან რომ პროდუქცია მოდის, ისედაც ვამუშავებთ ყველანი, ვრეცხავთ. თუ კი ადამიანს მიწა აქვს მოშორებით და მანქანით გადაადგილდება, ორზე მეტი ადამიანი ერთ მანქანაში არ უნდა…

მეტი...

“კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პირის მდგომარეობა დამძიმდა” – ლევან რატიანი

  •  

 პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი 11 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დამძიმდა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი განმარტებით, ამ დროისთვის რეანიმაციაში წევს მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალი და კიდევ ერთი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულია. „რაც შეეხება პაციენტის მდგომარეობას, იცით, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავდა კრიტიკული პაციენტი, 62 წლის ქალბატონი. ასევე, 11 პაციენტი გვყავდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, ერთი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ანუ, ამ ეტაპზე გვყავს ორი კრიტიკული პაციენტი, ათი კი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ“ ,- განაცხადა ლევან რატიანმა.

მეტი...

“ფული, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, სწორად უნდა დაიხარჯოს” – დავით ჭიჭინაძე

  •  

 „ეროვნულმა ბანკმა უკვე 100 მილიონი დოლარი გაყიდა და შედეგად დოლარი, 40 %-ით გაძვირდა. ამიტომ ვთვლი, რომ ეს აბსოლუტური სიგიჟეა! რადგან, მაშინ როდესაც ტურიზმიდან 3 მილიარდი შემოგვდიოდა, გადმორიცხვებით 2 მილიარდი, არამგონია ამის დაბალანსება სავალუტო რეზერვების გაყიდვით ვინმემ მოახერხოს”, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” დამფუძნებელმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მისი თქმით, არც ეროვნულ ბანკსა და არც მთავრობას პასუხი არ გააჩნია, სად გადის და ვინ ყიდულობს ამ ოდენობის ვალუტას. “კონვერტაციის პროცენტი მაინც დაუწესონ, ადამიანებს სასპეკულაციო სურვილი რომ დაეკარგოთ. ეს ხომ საგანგებო სიტუაციაში გასატარებელი ღონისძიებებია?! მხოლოდ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის დანგრეული ეკონომიკა, რომელიც ამ კრიზისის შემდეგ…

მეტი...

მარნეულსა და ბოლნისში მედიკოსებმა 20 000 ადამიანი შეამოწმეს

  •  

 “ჩვენ დავიწყეთ გარკვეული შემოწმებები როგორც მარნეულში, ასევე ბოლნისში”, –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ჯგუფებმა, რომლებიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით, ასევე მედიკოსებით, უკვე შეძლეს 20 ათასზე მეტი ადამიანის მონახულება. „მათ უტარებენ გარკვეულ გამოკითხვებს, უზომავენ სიცხეს. ასევე, უტარდებათ სხვა სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები.  ამ 20 ათასი ადამიანიდან, მხოლოდ და მხოლოდ 25 ადამიანს დაუფიქსირდა სიცხე, აქედან საყურადღებო იყო მხოლოდ 2 და შესაბამისად, ისინი მოთავსებულები არიან საავადმყოფოში, მარნეულში,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

მეტი...

“მარნეულსა და ბოლნისში ყველა ქსელური მაღაზია მუშაობს გამართულად” – ირაკლი ჩიქოვანი

  •  

 “მარნეულსა და ბოლნისში არ არსებობს პრობლემა სურსათის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ყველა ქსელური მაღაზია მუშაობს გამართულად”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, არ არის არანაირი მიწოდების პრობლემა, თუმცა, მცირე ზომის სოფლის მაღაზიებში შეიძლება  თავიდან ყოფილიყო გარკვეული შეფერხებები, მაგრამ ეს შეფერხებებიც აღმოფხვრილია.

მეტი...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის რეალიზაციისა და ჰიგიენური ნორმების დარღვევის ფაქტები გამოავლინა

  •  

 სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ეგრეთ წოდებულ გვირაბში გამოავლინა 64 კილოგრამი გაურკვეველი წარმომავლობის ცხენის ხორცი, რომელიც სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება. შემოწმების შედეგად, საწარმოო პროცესი შეუჩერდა სავაჭრო ობიექტს, რომელშიც არასათანადოდ ხორციელდებოდა რეცხვა-დეზინფიცირება და არ იყო დაცული ჰიგიენური ნორმები. „დღეს,  როცა სურსათზე მოთხოვნა განსაკუთრებით არის გაზრდილი, სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები: შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და ვადები,“ -განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა. სურსათის ეროვნული სააგენტო სრული დატვირთვით განაგრძობს საქმიანობას, ყოველდღიურად ამოწმებს…

მეტი...

ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება

  •  

 ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, სხვადასხვა ლოკაციაზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება. სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო. თბილისის მერის განცხადებით, საპილოტე პროექტის პირველ ეტაპზე, ჭავჭავაძის გამზირზე საერთო ჯამში, 90 კონტეინერი განთავსდება. მსგავსი კონტეინერები ასევე, დამონტაჟდება ყიფშიძისა და ატენის ქუჩებზე. „მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსს ვებრძვით,  არ უნდა დაგვავიწყდეს ის მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომელიც ქვეყნისა და ქალაქის მასშტაბით ხორციელდება. თქვენ იცით, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დაწყებულია, ნარჩენების მართვის თვალსაზრისით, აქ განსხვავებული მიდგომა გვაქვს, ვამონტაჟებთ  მიწისქვეშა ურნებს. ეს პირველ რიგში, ძალიან  მნიშვნელოვანია, რადგან მოხდება  ნარჩენების სეპარირება.…

მეტი...

“მარნეულიდან და ბოლნისიდან გამოტანილი პროდუქტი აბსოლუტურად უვნებელი და უსაფრთხოა“- ლევან დავითაშვილი

  •  

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილი  განცხადებით, მარნეულიდან და ბოლნისიდან პროდუქტები გამოტანა ხდება, თუმცა ის აბსოლუტურად უვნებელი და უსაფრთხოა. „რა თქმა უნდა, პროდუქტი უნდა მოდიოდეს, ხდება კიდეც ამ პროდუქტის გამოტანა. ის აბსოლუტურად უვნებელი და უსაფრთხოა. ეს პროდუქტი ბაზარს უნდა მიეწოდებოდეს. მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ის ადამიანები, ვინც საკარანტინო ზონაში იმყოფებიან, ისინი არ გადაადგილდებიან კარანტინის გარეთ. შესაბამისად, ჩვენ გვექნება ორგანიზებულ სავაჭრო სივრცეზე საუბარი იმისთვის, რომ ერთის მხრივ ადვილად მოხდეს პროდუქტის შიგნით შეტანა და მეორეს მხრივ, ადგილზე წარმოებული პროდუქტის გარეთ გამოტანა“,-განაცხადა დავითაშვილმა. მისი თქმით, სურსათის ეროვნულის სააგენტოსთან ერთად უკვე შეთანხმებულია ის მარშრუტი,…

მეტი...

„განსაკუთრებულად უპირისპირდებიან ზიარების ათასწლოვან პრაქტიკას“ – საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

  •  

 საქართველოს საპატრიარქო „ახალი კორონავირუსის“ გავრცელების საფრთხის გამო, ეკლესიებთან დაკავშირებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ტაძარში მსახურებაზე დასწრების აკრძალვა მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე. „მედიაცენტრი მთავარი“ საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “ახალ კორონა ვირუსთან დაკავშირებით ამჟამად არსებული სიტუაცია, როგორც ამბობენ, უფრო გამწვავდება. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება კი ვითარებას ისე წარმოაჩენს, რომ გვიჩნდება განცდა, ხელოვნურად მზადდება საზოგადოებრივი აზრი, რათა მომავალში შექმნილ შესაძლო პრობლემების მიზეზად ეკლესია გამოცხადდეს იმის მიუხედავად, რომ სწორედ ეკლესია ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას სახელმწიფოს და, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომები.…

მეტი...

„მინდა მივაწვდინო ხმა მთავრობას, სანიტრების 60–70% სოფლებიდან დადის და უჭირთ ტრანსპორტირება“ (ვიდეო)

  •  

 „მინდა ვთხოვო ხელისუფლებას, რომ გარკვეული საშვებით სამედიცინო პერსონალისთვის გამოყოს მიკროავტობუსი“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აკადემიკოსი, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიამ განაცხადა. როგორც დავით გადელია ამბობს,  დაბალი მედპერსონალი, რომლებიც ექიმებზე არანაკლე ბ რთულ სამუშაოს ასრულებენ სამსახურში ვერ დადიან.  გადელია ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს: „იცით რამხელა დიდ საქმეებს აკეთებს დაბალი სამედიცინო პერსონალი? არავიზე ნაკლებს. რა აზრი აქვს დაავადების შემთხვევაში გამოეთიშება პროცესს პერსონალი თუ ტრანსპორტის გამო. 60 – 70 % ამ ადამიანების არიან ახლომდებარე სოფლებიდან და უჭირთ ტრანსპორტი. რაღაცნაირად უნდა მოხერხდეს სამედიცინო პერსონალისთვის დილას და საღამოს გამოიყოს…

მეტი...

„ნებით თუ უნებლიედ, ადამიანებს შეუძლიათ დიდი აფეთქება გამოიწვიონ“ – დავით გადელია

  •  

 „პირბადეების და სკაფანდრებით პრობლემა მთელს მსოფლიოში არსებობს“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავრის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აკადემიკოსი ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორი დავით გადელიამ განაცხადა. დავით გადელია ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით მსოფლიოს მაგალითებს იხსენებს და მოსახლეობას პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს. დავით გადელიას ინფორმაციით სახელმწიფო ყველა გეგმისთვის მობილიზებულია: „არსებობს „ ა,“ „ბ,“ და „გ“ გეგმები. „ა“ და „ბ“ გეგმის მიხედვით, რაც გვაქვს გამოყოფილი ფონდი სრულიად საკმარისია, პერსონალიც და საწოლებიც, თუ ღმერთმა ნუ ქნას და ეს რაოდენობა ავა 300 – 400 – მდე მაშინ არის საიზოლაციო გეგმა, როცა სხვა კლინიკებიც ჩაერთვებიან ამ კამპანიაში. ასევე მესმის…

მეტი...

პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინდა

  •  

 უელსის პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბრიტანეთის სამეფო სახლში აცხადებენ, რომ 71 წლის პრინცი თავს კარგად გრძნობს. მათივე ინფორმაციით, პრინცი ამ ეტაპზე, შოტლანდიაში კარანტინში იმყოფება.

მეტი...

„დაავადება პროგრესირებს, დედაქალაქი განიტვირთა, თუმცა, სოფლის ბირჟებზე სიმჭიდროვეა“ – რა შემთხვევაში გამოცხადდება საყოველთაო კარანტინი?!  

  •  

 საქართველოს ხელისუფლება ამ ეტაპისთვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადებას არ ფიქროს, თუმცა, თუ რეკომენდაციები მკაცრად არ შესრულდება, ამ გადაწყვეტილების მიღებაც მოუწევთ. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, დედაქალაქი განიტვირთა, თუმცა, ბირჟებსა და მცირე ეზოებში სიმჭიდროვეა. „უნდა დავიცვათ მითითებული რეკომენდაციები, რომ სახელმწიფო არ გახდეს იძულებული გამოიყენოს მასობრივი იზოლაციის მეთოდები სხვა რაიონებშიც. დაავადება პროგრესირებს და დაავადების გავრცელების არეალი თანდათანობით ფართოვდება. საიმედოა, რომ გვყავს 10 გამოჯანმრთელებული ადამიანი, თუმცა, ამავდროულად ვლინდება ახალი ეპიდემიოლოგიური მისამართები“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.   დეპუტატის ინფორმაციით, შევედით პრე.კრიზისულ ფაზაში, რომელსაც კრიზისული აუცილებლად მოჰყვება. „გვჭირდება მეტი მობილიზება, კონცეტრაცია…

მეტი...

“შესაძლოა, ორი კვირის შემდეგ მოხდეს ამ დაავადების მანიფესტაცია” – დავით გადელია

  •  

 “დიდი ფუფუნება არც ერთ კლინიკას აქვს, რომ ნახევარი ნახევარზე რეზერვში ჰყავდეს პერსონალი, მაგრამ თადარიგს ვიჭერთ“- ამის შესახებ აკადემიკოსი, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორმა დავით გადელიამ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. დავით გადელია არ გამორიცხავს, რომ დაავადებამ  პიკს საქართველოში ორი კვირაში მიაღწიოს. მისი ინფორმაციით კლინიკა შეძლებისდაგვარად მედპერსონალის დარეზერვებას ახდენს, რადგან, მედიკოსის მოსაზრებით, ინფექციის გადადებისგან დაზღვეული მიუხედავად მაქსიმალური პრევენციისა არავინ არაა. „შესაძლოა, ორი კვირის შემდეგ მოხდეს ამ დაავადების მანიფესტაცია. ჩვენ არ გვინდოდა პერსონალის შვებულებაში გაშვება, არც იმის ფუფუნება აქვს კლინიკებს, რომ ნახევარი ნახევარზე დაარეზერვოს ექიმები. ამიტომ, თადარიგს ვიჭერთ და ვცდილობთ, რომ ერთი ორი…

მეტი...

როგორია საჰაერო მიმოსვლის გრაფიკი ქართველი ემიგრანტების ჩამოსაყვანად?!

  •  

 უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად, ეტაპობრივად ავიაკომპანია „აირზენა-საქართველოს ავიახაზები“ შემდეგ საჰაერო მიმოსვლას განახორციელებს: 26 მარტი – თბილისი-ვენა- თბილისი 31 მარტი – თბილისი -ამსტერდამი-თბილისი 3 აპრილი – თბილისი-ვარშავა-თბილისი 7 აპრილი – თბილისი-ათენი-თბილისი 10 აპრილი – ლარნაკა-თბილისი როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მგზავრთა ნაკადის ორგანიზებული მართვის და მოქალაქეების საჭიროებებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ზემოთ მოცემული განრიგით განსაზღვრულ თითოეულ ფრენაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ეტაპობრივად და ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება რეისამდე რამდენიმე დღით ადრე. რაც შეეხება უახლოეს ორ ფრენას, ვენისა და ამსტერდამის მიმართულებით, რომელიც უნდა შესრულდეს –  26 მარტს – ვენა…

მეტი...

ვირუსით ინფიცირებულ მოქალაქეთა მაქსიმალური ასაკი 82 წელია,  მინიმალური კი 2 წელი

  •  

 „კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეთა მაქსიმალური ასაკი არის  – 82 წელი, მინიმალური – 2 წელი“ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ “კორონავირუსთან” დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მანვე ყურადღება გაამახვილა ინფიცირების 3 ახალ შემთხვევაზე. „სამივე ახალი შემთხვევა არის, ასე ვთქვათ, დაავადების ანამნეზის ცნობილი ისტორიით. ანუ, ერთი არის საფრანგეთთან, ხოლო ორი შეერთებულ შტატებთან დაკავშირებული. არ არიან დიდი, ცნობილი კლასტერების წარმომადგენლები,“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ…

მეტი...

ორი დღის განმავლობაში  Stopcov​ ფონდში 6 მილიონამდე ლარი მოგროვდა

  •  

 „ბოლო ორი დღის განმავლობაში,  Stopcov ფონდში აკუმულირდა 6 მილიონამდე ლარის ოდენობის თანხა“ ამის შესახებ საქართველოს  ირაკლი ჩიქოვანმა, „კორონავირუსთან“ დაკავშრებით, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის მრჩეველმა ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობის პირობებში გამოხატული მხარდაჭერისთვისმადლობა გადაუხადა. „როგორც იცით, ამოქმედებულია Stopcov ფონდი, რომელიც დაფუძნებულია სოლიდარობაზე და რომელიც შექმნილია ბიზნესომბუდსმენთან ერთდ. ეს პლატფორმა ძალიან კარგად მუშაობს, ვინაიდან აქ ერთიანდება როგორც საჭიროებები, ასევე ის შესაძლებლობები, რომელიც ბიზნესს აქვს და ის სოციალურიპასუხისმგებლობის პირობებში გამოხატული მხარდაჭერა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მეტი...

ბოლნისისა და მარნეულის მოსახლეობა, ამ ეტაპისთვის სრულად არის ინფორმირებული  

  •  

 “მარნეულსა და ბოლნისში, ამ დროისათვის, სიტუაცია არის მშვიდი. მინდა, ამ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ჩვენ მოქალაქეებს, მთავრობის სახელით, მადლობა გადავუხადო” – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. მისივე ინფორმაციით,  ადგილობრივი მოსახლეობა სრულად არის ინფორმირებული. „48 საათია, რაც საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა  მარნეულსა და ბოლნისში. თავიდან იყო გარკვეული სირთულეები, რომელიც დაკავშირებული იყო მოსახლეობის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ყველაფერი დღეს არის აღმოფხვრილი. ძალიან ეფექტურად იმუშავეს, როგორც სამართალდამცველებმა, ისე სამხედროებმა. სრულად არის უზრუნველყოფილი იზოლაცია და ასევე, მოქალაქეები და საზოგადოება სრულადაა ინფორმირებული, სიტუაცია ორივე მუნიციპალიტეტში არის მშვიდი. ჩვენი მოქალაქეები მშვიდად ეპყრობიან იმ ვითარებას, რაც დღეს მარნეულსა…

მეტი...

„16 ადამიანი გვყავდა საეჭვო, აქედან კორონავირუსი აღმოაჩნდა 4 ადამიანს“- დავით გადელია

  •  

 „ოთხივე არის კარგ მდგომარეობაში, რომ არ იყოს კორონავირუსი შეიძლება კლინიკური მკურნალობის აუცილებლობაც კი არ იყვეს” – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აკადემიკოსი, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორმა დავით გადელიამ განაცხადა. დავით გადელია პაციენტების მდგომარეობას სტაბილურად აფასებს და კორონავირუსის თვისებებზე საუბრობს. „კორონავირუსი დაუდგინდა ოთხ პაციენტს, დანარჩენს ჩვეულებრივი ინფექცია ჰქონდათ და 2 – 3 დღეში გავწერთ. ერთი ვერაგი თვისება აქვს ამ კორონავირუსს ხშირად მოსმენით ვერ ვადგენთ. ჩვენ ვმკურნალობთ იმ პროტოკოლით, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გვაძლევს და ეს ამართლებს. თუ დაავადება არ არის გართულებული საბედნიეროდ ვუმკლავდებით „ – განაცხადა დავით გადელიამ.

მეტი...