“საპენსიო რეფორმას თუ არ დაუჭირეს მხარი, შესაძლოა უმრავლესობა დავტოვო” – ბექა ნაცვლიშვილი

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ “ქართული ოცნების” გუნდი საპენსიო რეფორმას მხარს არ დაუჭერს, ის უმრავლესობას დატოვებს.

​როგორც ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლეების დანიშვნის საკითხი და საპენსიო რეფორმა ორი მთავარი საკითხია, რომელიც თავისი მნიშვნელობით ერთმანეთს არ ჩამოუვარდება.  

“ორი საკითხი დგას დღის წესრიგში, რომელიც ჩემთვის არის წყალგამყოფი, ეს არის მოსამართლეების დანიშვნა, რომელიც განიხილება ცოტა უფრო გვიან და საპენსიო რეფორმა. საპენსიო რეფორმის საკითხი არის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი და თავისი მნიშვნელობით არანაკლებ მნიშნველოვანია ვიდრე სხვა საკითხები. ამიტომ მხარდაჭერა თუ არ მექნება, ესე იგი, ღირებულებების საკითხში ჩვენ შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. საპენსიო რეფორმას თუ არ დაუჭირეს მხარი, შესაძლოა მივიღო გადაწყვეტილება და უმრავლესობა დავტოვო,” – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი თემები