სტუდენტები ჰუმანიტარულიდან ტექნიკურ მიმართულებებზე და პირიქით, ვეღარ გადავლენ

  •  

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სტუდენტებს ახალი განათლების რეფორმის მიხედვით, აღარ შეეძლებათ გადასვლა ჰუმანიტარული მიმართულებებიდან ტექნიკურ პროფესიებზე და პირიქით.

​როგორც მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ტექნიკურ მიმართულებებზე აუცილებელი იქნება მათემატიკის ჩაბარება, ისევე როგორც ჰუმანიტარულ მიმართულებაზე საქართველოს ისტორიის.

„თუ ბავშვი აბარებს ტექნიკური მიმართულებით, მისთვის აუცილებელი უნდა იყოს, როგორც მათემატიკის ჩაბარება, ასევე, იმ საგნების, რასაც უნივერსიტეტი მოითხოვს. ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ, რომ აბიტურიენტმა ჩააბაროს ის ტექნიკური საგანი, რომელიც უნივერსიტეტს მიაჩნია საჭიროდ. ისევე როგორც, ჰუმანიტარული მიმართულებით, მნიშვნელოვანია ისტორიის ჩაბარება. უბრალოდ სირცხვილია სწავლობდე უნივერსიტეტში, იყო ქართველი და არ იცოდე საქართველოს ისტორია. ასევე, ემატება უნივერსიტეტის არჩევანი დამატებით იმ საგანში, რომელსაც მოითხოვს”, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ტექნიკური მიმართულების ფაკულტეტზე აბიტურიენტი აბარებს სამ საგანს – მათემატიკას, ქართულ და უცხო ენებს, ასევე, იმ საგანს, რომელსაც უნივერსიტეტი გადაწყვეტს. 

 ჩვენ უზრუნველვყოთ რომ მოემზადოს მოსწავლე იმ საგანში, რომელსაც უნივერსიტეტი მოითხოვს და გავუძლიეროთ მას ავტონომია,“ – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

მსგავსი თემები