ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმი შეიკრიბება – “სპორტსმენის წავლა ასე მარტივი არ არის”

“მედიაცენტრი მთავარის” ინფორმაციით მაქსიმუმ 1-2 დღეში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმი შეიკრიბება, რომელიც მოჭიდავესა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის ფიზიკური დაპირისპირების საკითხზე იმსჯელებს.

როგორც “მთავარს” წყარომ აცნობა, ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე პრეზიდიუმის შეკრების შესახებ ხვალ განაცხადებს.

პრეზიდიუმის შეკრების შესახებ ინფორმაცია “მედიაცენტრი მთავარს” პარლამენტის დეპუტატმა შოთა ხაბარელმაც დაუდასტურა.

​მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდიუმს გეგა გეგეშიძე ხელმძღვანელობს, პრეზიდენტი ცალმხრივ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

“პრეზიდიუმში უამრავი ადამიანია. ვერც პარლამენტი და ვერც სამინისტრო ვერ მიუთითებს ფედერაციას რა უნდა გააკეთოს. გადაწყვეტილება პრეზიდიუმმა უნდა მიიღოს. გარანტია უნდა ჰქონდეს სპორტსმენს, რომ მას ვარჯიშისთვის ყველა პირობა ექნება. სპორტსმენების ქვეყნიდან წასვლა ყველზე ცუდი გადაწყვეტილება იქნება. სახელმწიფოს მის აღზრდაში საკმაოდ დიდი რესურსი აქვს ჩადებული და ყველა რომ წავიდეს, ასე მარტივი არ არის”, – განუცხადა ხაბარელმა “მთავარს”.

მსგავსი თემები