სახალხო არტისტს, თეატრისა და კინოს მსახიობ გურანდა გაბუნიას დღეს, დიდუბის პანთეონში მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი მარჯანიშვილის თეატრში 13:00 საათიდან დაიწყება.
გურანდა გაბუნია ავადმყოფობის შედეგად 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. წლების განმავლობაში მას არაერთ ცნობილ ფილმში მთავარი გმირის როლი აქვს შესრულებული. სახალხო არტისტი მარჯანიშვილის, რუსთაველისა და რუსთავის დრამატული თეატრების მსახიობი იყო. ის არის ღირსების ორდენის მფლობელი. იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი. სახალხო არტისტი.