“ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს გამოიჩინოს პატივისცემა ქართველი საზოგადოების მიმართ”- კობახიძე

“ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, 2022 წლის ივნისისგან განსხვავებით, გამოხატოს სათანადო პატივისცემა ქართული საზოგადოების მიმართ, აღადგინოს სამართლიანობა და გახსნას მოლაპარაკებები წელსვე”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ აქციაზე.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ევროკავშირს მოლაპარაკებები გახსნილი აქვს უკრაინასა და მოლდოვასთან, როდესაც საქართველო ერთი თავით მაღლა დგას ორივე ქვეყანაზე.

“უკვე რამდენიმე თვეა გვემუქრებიან, რომ თუ არ დავთმობთ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობას, არ გაგვიხსნიან მოლაპარაკებებს ევროკავშირთან. აქ ერთი რამ უნდა ითქვას: დღეს მოლაპარაკებები გახსნილი აქვთ უკრაინასთან და მოლდოვასთან, მაშინ, როდესაც საქართველო ერთი თავით მაღლა დგას ორივე ქვეყანაზე დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, ინსტიტუტების სიძლიერის, კორუფციის სიმცირისა და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. შესაბამისად, პირველ რიგში, სწორედ ევროკავშირის ინტერესებშია, სამართლიანობა რაც შეიძლება მალე აღადგინოს.

აქ დგახართ ადამიანები, რომლებიც გამოხატავთ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის პოზიციას. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, 2022 წლის ივნისისგან განსხვავებით, გამოხატოს სათანადო პატივისცემა ქართული საზოგადოების მიმართ, აღადგინოს სამართლიანობა და გახსნას მოლაპარაკებები წელსვე. ეს არის ქართული საზოგადოების მოთხოვნა, რომელსაც ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო იმსახურებს. გარდა ამისა, მოვუწოდებთ ყველას, იზრუნონ ქართველ ხალხზე და არა ქვეყნის არევის მოსურნე „ენჯეოების“ მიერ შავი ფულის დამალვაზე. ეს იქნება ღირსეული და პასუხისმგებლობით გამსჭვალული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ”- აღნიშნა კობახიძემ.

“ევროპის ოჯახში მიგვიღებენ, თუ დავთმობთ მორალს, ეკლესიას და სარწმუნოებას”- კობახიძე

 

მსგავსი თემები