რუსთაველის გამზირზე დიდი მსვლელობაა

რეგიონებიდან ჩამოსული აქციის  მონაწილეები რუთაველის გამზირზე იკრიბება.  მმართველი გუნდის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები სხვადასხვა პერიმერტზე არიან შეკრებილები და მსვლელობით პერლამენტისკენ მიდიან, სადაც მთავარი სცენაა განთავსებული.

მიკროავტობუსები კი ორბელიანის მოედანზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან ჩაამწკრივეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად არიან ჩამოსულები. მთელი რუსთაველის გამზირი სავსეა ხალხით.  სიტყვით გამოსვლა კი 20:00 საათზე დაიწყება და მტავარ მოედანზე ბიძინა ივანიშვილს ელოდებიან.

 

მსგავსი თემები