NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი კიევშია. ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ იყო გავრცელებული.

,,დღეს განვიხილეთ იენსის ინიციატივა შექმნას სპეციალური ფონდი უკრაინის თავდაცვის ფინანსური მხარდაჭერისთვის 100 მილიარდი ევროს ოდენობით ხუთი წლის ვადით”, – თქვა ზელენსკიმ ერთობლივ ბრიფინგზე.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა იქნება ნატოში, ,,რადგან უკვე შეუძლებელია ევროპისა და ევროატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოების წარმოდგენა უკრაინის ეფექტური მონაწილეობის გარეშე”.

მსგავსი თემები