„აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები“ – ცოტნე ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის შვილი – ცოტნე ივანიშვილი, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ეს ქართული კანონია.

„ჩემი პოზიცია არის, რომ აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები. ამისთვის ვარ დღეს აქ. ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ, რომ მხარი დაგვიჭირონ. ჩემი პოზიცია მინდა, დავაფიქსირო. ეს არის ქართული კანონი. მე მხარს ვუჭერ ქართველ ახალგაზრდებს და ჩვენი სუვერენიტეტისთვის ვდგავარ აქ“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა, რომელის ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე, ამმართველი გუნდის მიერ ორგანიზებულ აქციაზე იმყოფება.

აქციის მონაწილეებს ცოტნე ივანიშვილი მიუძღვება

მსგავსი თემები