დედამ აბაზანაში 10 წლის შვილის დახრჩობა სცადა – გადარჩენისთვის ბავშვმა გაითამაშა, ვითომ მკვდარი იყო

უცხოური მედიის ცნობით, ალაბამაში დედამ, შვილის დახრჩობა აბაზანაში მას შემდეგ სცადა, რაც მან უთხრა, რომ მამასთან ცხოვრებას ამჯობინებდა.

ეშლი ელიზაბეტ ჯონსი, ბრალდებულია ბავშვზე ძალადობაში. 10 წლის ბიჭმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ დედამ დაარტყა და უკბინა. გადარჩენისთვის, ბავშვმა გამომძიებლებს უთხრა, რომ თავის გადასარჩენად გაითამაშა თითქოს მკვდარი იყო.

ამის შემდეგ, სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, დედამისმა იგი კარადაში სამი საათის განმავლობაში გამოკეტა. ბიჭმა დაურეკა მამას და სთხოვა, რომ წაეყვანა.

გაურკვეველია, შეიცვალა თუ არა მეურვეობის უფლება ინციდენტის შემდეგ, რადგან ეს პროცესი დახურულია საზოგადოებისთვის.

მსგავსი თემები