“ევროპის ოჯახში მიგვიღებენ, თუ დავთმობთ მორალს, ეკლესიას და სარწმუნოებას”- კობახიძე

“იგივე ადამიანები, რომლებიც ევროკავშირის სუვერენიტეტისა და ევროპული ღირებულებების დაკნინებას ცდილობენ, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ევროპულ ოჯახში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგვიღებენ, თუ სახელმწიფო სუვერენიტეტს და ტრადიციულ ღირებულებებს კართან დავტოვებთ”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართველებს უფლება აქვს, ევროკავშირს საქართველოს სუვერენიტეტისა და ღირებულებების პატივისცემა მოსთხოვონ.

“როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, არა მხოლოდ ევროკავშირი უშვებს ამ ქვეყანას საკუთარ სახლში, არამედ ეს ქვეყანაც უშვებს საკუთარ სახლში ევროკავშირს. ამიტომ, საქართველოს აქვს სრული უფლება, ჩვენ სახლში შემოსვლამდე ევროკავშირს ჩვენი სუვერენიტეტისა და ღირებულებების პატივისცემა მოვთხოვოთ”- აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი თემები