“ქვეყანაში ადგილი აქვს შეტევას მართლმადიდებელ ეკლესიაზე”- კალაძე

“დღეს ქვეყანაში ადგილი აქვს „ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას“, ხდება „შეტევა მართლმადიდებელ ეკლესიაზე“ და არის არეულობის დათესვის მცდელობა”- განახადა მერმა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს ეროვნული იდენტობის დასაცავად.

„გვიმტკიცებენ, რომ თეთრი შავია. გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა ცუდია და ლგბტ-პროპაგანდა კარგია. გვიმტკიცებენ, რომ „ენჯეოებს“ უფლება აქვთ საქართველოში, რამდენიც უნდათ, იმდენი რევოლუციის მოწყობა სცადონ და ჩვენ მათი ფულის წარმომავლობაც არ უნდა მოვიკითხოთ. რევოლუციას კიდევ ერთხელ რომ დაგეგმავენ, ქართველმა ხალხმა ისიც კი არ უნდა იცოდეს, საიდან მოდის თანხები და ვინ აფინანსებს აღნიშნულ რევოლუციას”- აღნიშნა კალაძემ.

 

“გარკვეული ძალები ვერაფრით ეგუებიან, რომ საქართველომ უკრაინის ბედი არ გაიზიარა”- კალაძე

მსგავსი თემები