“საქართველო არ იქნება არავისი ვასალი”- კალაძე

“ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ – საქართველო არასდროს იქნება არავის ვასალი”- განაცხადა მერმა კახა კალაძემ აქციაზე.

მისივე თქმით, ხელისუფლება მოქმედებს ქვეყნის ინტერესებით.

“ჩვენ ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის ინტერესებით. ყველას დავუმტკიცებთ, აბსოლუტურად ყველას, რომ საქართველო იმსახურებს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, რომლის გარეშეც ყველა სახელმწიფოებრივი ამოცანა ყოველგვარ ფასს კარგავს. დღეს საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული გუნდი, რომელსაც ზუსტად აქვს გააზრებული თავისი პასუხისმგებლობა საკუთარი სამშობლოს და ხალხის წინაშე; რომელიც მოქმედებს არა გარედან ვინმეს კარნახით, არამედ იმის მიხედვით, თუ რა ჭირდება საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას, რა ჭირდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის მომავალს”- აღნიშნა მან.

“ქვეყანაში ადგილი აქვს შეტევას მართლმადიდებელ ეკლესიაზე”- კალაძე

 

მსგავსი თემები