ხაბეიშვილი, სანიკიძე, მე მასწავლიან ევროპულობას, ეს ხომ ღიმილისმომგვრელი და სამარცხვინოა – კობახიძე

ღიმილისმომგვრელია როცა ლევან ხაბეიშვილი, ნიკა გვარამია, გუბაზ სანიკიძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, გვასწავლიან, პირადად მე მასწავლიან ევროპულობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ღიმილისმომგვრელია გუბაზ სანიკიძის და ლევან ხაბეიშვილის ფსევდოევროპული კამპანიაც. „მინდა, გაგიზიაროთ ასევე ჩემი პირადი აღქმა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ წარმოებულ ფსევდოევროპულ კამპანიასთან დაკავშირებით, ღიმილისმომგვრელია როცა ლევან ხაბეიშვილი, ნიკა გვარამია, გუბაზ სანიკიძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, გვასწავლიან, პირადად მე მასწავლიან ევროპულობას, ხაბეიშვილი, სანიკიძე, მე მასწავლიან და ჩვენ გვასწავლიან ევროპულობას, ეს ხომ ღიმილისმომგვრელია, ეს ხომ სამარცხვინოა. მათი ანტიევროპული წარსული და ქცევა არის…

მეტი...

გუშინდელ აქციაზე არ მომხდარა არავითარი დარბევა, დარბევა იყო 2011 წლის 26 მაისს, როდესაც რამდენიმე ცხედარი განათავსეს ჯიხურების თავზე – კობახიძე

გუშინდელ აქციაზე არ მომხდარა არავითარი დარბევა, დარბევა როდის იყო იცით? – 2011 წლის 26 მაისს, როდესაც რამდენიმე ცხედარი განათავსეს ჯიხურების თავზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გუშინდელ აქციაზე იყო სამი სამწუხარო ინციდენტი, ხუთი ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო და დაზიანებებზე დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ. „შეკრების დაშლა საზოგადოდ მოხდა უმაღლესი ევროპული სტანდარტებით, იყო სამი სამწუხარო ინციდენტი, როდესაც ალბათ, პოლიციელებს უმტყუნა ნერვებმა, მაგრამ რაც შეეხება დაზიანებებს, ხუთი ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო და დაზიანებებზე დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ, რაც ეფუძნება ექიმების მიერ შედგენილ დასკვნებს“, –…

მეტი...

მეგობრებო, მეც ნუ დამიჯერებთ, წაიკითხეთ კანონი და გააკეთეთ ანალიზი – კალაძე

ყველა ვართ მზად დებატებისთვის, თუ რაიმე არგუმენტი არსებობს ამ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ, მოვისმინოთ და ვიმსჯელოთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისივე განმარტებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მხრიდან მხოლოდ დეკლარაციის შევსებას გულისხმობს. „ყველა იმ კანონპროექტთან შედარებით, რომელიც ინიცირებულია ევროკავშირში ყველაზე მსუბუქი კანონპროექტია. ერთადერთი მოთხოვნაა წლის განმავლობაში დეკლარაციის შევსება. აღნიშნული კანონის მიხედვით, ფაქტების კონსტატაცია მოხდება, მეტი არაფერი. დანარჩენი ყველაფერი მოგონილია. პოლიტიკური სპეკულაციებში გადაყვანასა და სიტუაციის დაძაბვას ცდილობენ. ვიღაცას შეიძლება მართლა დააჯერეს, შეცდომაში შეიყვანეს. მეგობრებო, მეც ნუ დამიჯერებთ, წაიკითხეთ კანონი…

მეტი...

ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, რაც ამ ქვეყანას და მის ხვალინდელ დღეს სჭირდება – კალაძე

„ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, რაც ამ ქვეყანას და მის ხვალინდელ დღეს სჭირდება“ – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოლოდინები აქვს მოვლენების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. „ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ. საერთოდ არ გვაინტერესებს მათი დღის წესრიგი, ეს მათ იფიქრონ. რა მდგომარეობაში და ვითარებაში არიან, ყველა კარგად ვხედავთ. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს, ხელისუფლებაში ვართ, უამრავი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, უამრავი საქმეა გასაკეთებელი. არჩევნები ახლოვდება და პარალელურად, არჩევნებისთვის ვემზადებით. ჩვენი ყოველდღიური დღის წესრიგი რაც იყო, ის არ შეიცვლება. გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, რაც ამ…

მეტი...

ჩვენ ვიცავთ ჩვენს თვითმყოფადობას, ეკლესიას, სარწმუნოებას, რაზეც დგას ჩვენი ერი, ამ ყველაფერით გვინდა ევროპაში – კალაძე

„ჩვენ დავდექით იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, პრინციპულად დავიცავით ჩვენი სახელმწიფოებრიობა, იდენტობა, რისთვისაც  ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ. ამ ღირებულებებით გვინდა ჩვენ  ევროპა და ევროპული მომავალი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა Live -ის ეთერში განაცხადა. თბილისის მერის თქმით, მიუხედავად   უამრავი წინააღმდეგობისა და ხელოვნური ბარიერებისა,  „ქართულმა ოცნებამ“  ევროინტეგრაციის გზაზე  ყველაზე დიდ და  ხელშესახებ წარმატებებს მიაღწია.  მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამ პროცესში  საქართველოს ინტერესების და  ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული პრინციპების სრული დაცვით იმოქმედა. „თუ რამე წარმატება გვაქვს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს ყველაფერი მოხდა „ქართული ოცნების“  პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ მცდელობა…

მეტი...