აქციაზე დაკავებული ირაკლი კუპრაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

„ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე თავისუფალია. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის უკან მიიღო.

სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ირაკლი კუპრაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი სასტიკი დარბევა ჯერ არ ახსოვს.

„მსგავსი სისასტიკის დარბევა არ მახსოვს  ადამიანს, რომელიც 2012 წლამდეც და მის შემდეგაც აქციებზე ვდგავარ. ეს სასტიკი დარბევა იყო, ადამიანის მისაშველებლად მივედი, რომელსაც ძირს დაგდებულს ურტყამდნენ და ამ დროს უმიზეზოდ დამაკავეს. სასტიკი მოპყრობა, ცემა, სახეში რტყმა – ეს უმძიმესი დანაშაული იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩაიდინა. ეს არის შეტევა საქართველოს პროევროპულ კურსზე“ –  განაცხადა კუპრაძემ.

ირაკლი კუპრაძის სასამართლო პროცესი გადაიდო. ბრალდების მხარემ მტკიცებულების შესაგროვებლად დრო ითხოვა.

 

 

 

 

 

მსგავსი თემები