კანონპროექტის მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს მიზანზე, გახდეს EU-ს წევრი – აშშ-ის საელჩო პატელის განცხადებას აქვეყნებს

საქართველოში ამერიკის საელჩო რუსულ კანონთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მთავარი მოადგილის, ვედანტ პატელის გუშინდელ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას აზიარებს.

პატელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამ კანონპროექტის მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს მიზანზე, გახდეს ევროკავშირის წევრი:

,,ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას და გავუმეორებთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს მთავრობას ამ ტიპის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომ მოისმინოს გაფრთხილებები მსგავსი კანონმდებლობის შეუსაბამობაზე ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გაცხადებულ მიზანზე, გახდეს ევროკავშირის წევრი. – ვედანტ პატელი, პრესსპიკერის მთავარი მოადგილე”.

მსგავსი თემები