„ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს“ – ნიდერლანდების საგარეო მინისტრი

„შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებით“ – აცხადებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰანკე ბრუინს სლოტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, აღნისნული კანონპროექტი ევროკავშირის სტანდარტებთან წინააღმდეგობაშია.

„შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებით. აღნიშნულმა,  შესაძლოა, ხელი შეუშალოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მნიშვნელოვან მუშაობას. ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზას“, – აცხადებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

მსგავსი თემები