საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები და არა რუსული – იუკნევიჩიენე

საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები და არა რუსული, – წერს ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე და გუშინ, რუსთაველზე გამართული აქციის ვიდეოს აზიარებს.

,,საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები, და არა რუსული უცხოელი აგენტების კანონი თუ ქვეყანას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის გაწმენდას კრემლის აგენტებისგან.

მე სრულად ვუჭერ მხარს ქართველებს, რომლებიც აპროტესტებენ უცხოელი აგენტების შესახებ კანონს, რადგან ეს კანონი რუსეთში მიდის და არა ევროკავშირში”, – წერს ევროპარლამენტარი.

მსგავსი თემები