,,პოლიციამ შური იძია ელისაშვილზე” – ოპოზიციის ერთობლივი განცხადება

პოლიტიკური ძალადობა რუსულმა ხელისუფლებამ ნორმად გახადა, – აცხადებს საპარლამენტო ოპოზიცია და 16-17 აპრილის აქციებზე, პოლიციის მხრიდან ძალადობის ყველა შემთხვევაზე რეაგირებას მოითხოვს.

,,ივანიშვილის პირობებში ქართული პოლიცია გადაიქცა სადამსჯელო ჯგუფად, რომელმაც შური იძია ელისაშვილის წინააღმდეგ. ეს არის პოლიტიკური თავდასხმა, ანგარიშსწორება, რისთვისაც ივანიშვილი იყენებს სახელმწიფო უწყებებს” – აცხადებს ენმ-ის წევრი, თინა ბოკუჩავა.

ოპოზიცია კატეგორიულად მოითხოვს, შს მინისტრმა ახსნას, რატომ ძალადობას მოქალაქეებზე პოლიცია, ხოლო დეპუტატებზე ძალადობით სამართალდამცველები აჩვენებენ ხალხს, რა ელით მას.

ოპოზიცია ითხოვს ნაცემი დეპუტატის საქმის დროულ და ადეკვატურ გამოძიებას და პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას.

მსგავსი თემები