დუბაიში გაუქმდა ფრენები, დაიტბორა ქუჩები, არის მსხვერპლი – ყველაზე ძლიერი წვიმა ბოლო 75 წელში

სპარსეთის ყურის ქვეყნებში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობას ებრძვიან. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბოლო 75 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაიტბორა ქუჩები, წაიქცა პალმები და ჩამოინგრა შენობების ფასადები.

დუბაიში გაუქმდა ფრენები, შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა და დაიხურა სკოლები. დუბაის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, რომ ძალიან რთული პირობების წინაშე დგანან, რის გამოც მგზავრებს ურჩევენ, აეროპორტში არ მივიდნენ, თუკი ეს უკიდურესად აუცილებელი არ არის.

წყალდიდობას ებრძვიან ომანშიც, სადაც მაშველებმა მცირეწლოვანი გოგონას ცხედარი იპოვეს. ამ ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 20-ს აღწევს. არაბთა გაერთიანებულ საამიროების ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჭექა-ქუხილი, ძლიერი წვიმა და ქარი უახლოეს დღეებში კვლავ მოსალოდნელია.

მსგავსი თემები