„ეს არა პრორუსული, არამედ, რუსული კანონია“ – პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება ყველას, ვინც წლების განმავლობაში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.

„ეს არა პრორუსული არამედ რუსული კანონია. პრეზიდენტ პუტინის მიერ მიღებული კანონების ასლია, რომლებსაც მიზნად ჰქონდათ საბოლოოდ შეებოჭათ არასამთავრობო ორგანიზაციები, ხელი შეეშალათ მათი საქმიანობისთვის და ასევე, მედიისათვის. აქ ჩვენ ამის ასლი გვაქვს. ჩვენ ვემზადებით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რაც გადამწყვეტი იქნება ჩვენი ევროპული მომავლისთვის“ –  აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა TV 5 Monde-სთან.

მისივე შეფასებით, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციებს მოქმედების არეალის შემცირების წინასწარი მცდელობა.

 

მსგავსი თემები