„შეშფოთებული ვარ ამ კანონის შემობრუნებით, რომელიც უკუაგდო სრულიად საქართველოს მოსახლეობამ“ – პრეზიდნტი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საქართვეოს პრეზიდენტმა TV 5 Monde-სთან ისაუბრა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს კანონი ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საწინააღმდეგოდ შემოაბრუნა.

„შეშფოთებული ვარ ამ კანონის შემობრუნებით, რომელიც უკუაგდო სრულიად საქართველოს მოსახლეობამ. გვაქვს პერსპექტივა, რომ ამ წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი, და არა მხოლოდ ეს, არამედ კანონების მთელი სერია, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპისაკენ მიმავალ გზას. ეს გადაწყვეტილება შეესაბამება მოსკოვის ინტერესებს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში.

 

მსგავსი თემები