EU-სა და ნატოში გაწევრიანება საქართველოს სუვერენული არჩევანია – დიდი ბრიტანეთის ელჩი

EU-სა და ნატოში გაწევრიანება საქართველოს სუვერენული არჩევანია, – ამბობს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი რუსულ კანონთან დაკავშირებით.

,,დიდი ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი და მე ამ ორგანიზაციის სახელით ვერ ვისაუბრებ, თუმცა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ  და ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელმა ნათლად განაცხადეს, რომ ამ კანონის მიღება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ჩვენ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდამჭერები ვართ მთელ მსოფლიოში და მიგვაჩნია, რომ აქტიური სამოქალაქო საზოგადოება უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. დიდი ბრიტანეთი საქართველოს მხარდამჭერი იყო და არის წლების განმავლობაში. მე რამდენადაც ვიცი, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას. ასევე ვიცი, რომ ყველა დიდი პოლიტიკური პარტია საკუთარ მიზნად ამას ასახელებს. ასე, რომ ეს არის საქართველოს სუვერენული არჩევანი და ჩვენ სუვერენულ არჩევანს პატივს ვცემთ”, – აღნიშნა ელჩმა.

მსგავსი თემები