საქართველოს მოსახლეობის 95 % ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით! – კახა ოქრიაშვილი

საქართველოს მოსახლეობის 95 % ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!, – წერს ოპოზიციონერი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი და ,,ოცნების” მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ეხმაურება.

,,დღეს ჩვენ, ყველა ქართველი, ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით, ანუ საქართველოში ევროპულად, ე.ი. დაცულად, მშვიდად და უზრუნველყოფილად ცხოვრების გავლენის აგენტები გამოვდივართ. ასე ვფიქრობთ პრაქტიკულად მთელი ერთი – 95 %-მდე ქართველი.

და საერთოდ რა შუაშია „ოცნება“ ?! ხელისუფლება არაფერ შუაშია, რადგან ამ ქმედებებით ის პოლიტიკურ ოფსაიდშია, რაც 2024 წლის არჩევნებში გარდაუვლად გაფორმდება!”, – წერს დეპუტატი.

მსგავსი თემები