გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა – ჯაშუშების დაკავება

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულების საქმესთან დაკავშირებით, რუსეთის ელჩი დაიბარა.

გერმანიაში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და სამხედრო ობიექტებზე დივერსიის მომზადების ბრალდებით 2 პირი დააკავეს. დაკავებულები დივერსიას გეგმავდნენ მათ შორის, ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ხელის შეშლის მიზნით.

მედიის ცნობით, მთავარი ეჭვმიტანილი 39 წლის ბავარიელი დიტერ ს-ა, რომელსაც გამოცემა რუს გერმანელს (Deutschrussen) უწოდებს. ის რუსეთისა და გერმანიის ორმაგი მოქალაქეა და სამართალდამცველების ყურადღება იმის გამო მიიპყრო, რომ 2014-2016 წლებში დონბასში იბრძოდა.

გამომძიებლები დარწმუნებულნი არიან, რომ დიტერ ს. 2023 წლის ოქტომბრიდან აწვდიდა რუსეთის სპეცსამსახურებს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას.

გავრცელებული ინფორმაციით, ის დათანხმდა სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, იარაღის ქარხნებსა და სამრეწველო ობიექტებზე აფეთქებების მოწყობას.

მსგავსი თემები