არა რუსულ კანონს! – გორში დღეს აქცია გაიმართება

რუსული კანონის წინააღმდეგ გორში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები ადგილობრივებს მოუწოდებენ დღეს, 19 საათზე, ლომჭაბუკის სკვერში შეუერთდნენ სახალხო პროტესტს.

,,ჩვენ, გორელები, მხარს ვუჭერთ ახალგაზრდებს, ვინც ქუჩაში დგას და აპროტესტებს რუსულ კანონს;

ჩვენც, გორშიც, ყოველდღე ვიდგებით ქუჩაში, არ დავიღლებით პროტესტით, სანამ ამის საჭიროება იქნება;

ვიკრიბებით ყველა, ლომჭაბუკი სკვერში – Gen Z, მილენიალელები, Gen X და Baby Boomers – ყველა – რუსული კანონის წინააღმდეგ!”,-ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები