დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, აღმოჩნდა რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი – ელისაშვილი

დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, აღმოჩნდა რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი, – ამბობს მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი. კადრებში ჩანს, რომ ის გუშინ აქციაზე პოლიციელებმა ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

,,უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, ამ შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით. რამდენიმე საათის განმავლობაში გადამიყვანეს წერეთელზე, რომ შსს-ს დიდუბის განყოფილებაა, იქ ვიყავი, იქ არაფერი, ძალიან ნორმალური ადამიანური გარემო იყო. მოვედი კლინიკაში, შევემოწმე, იმიტომ რომ ძალიან მტკიოდა, აღმოჩნდა რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი, ანჯელინა ჯოლის ტუჩიც მოვიპოვე ბრძოლით”, – აღნიშნა ელისაშვილმა.

მსგავსი თემები