„კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა“ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშრებით მორიგ განცხადებას აკეთებენ. როგორც  სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, შტატები ღრმად იმედგაცრუებულაი საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით.

„იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით წინ წაწიოს კრემლის მიერ შთაგონებული “უცხოური გავლენის” კანონმდებლობა. როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე. ჩვენც ვუერთდებით ევროპელ მოკავშირეებს მოწოდებაში, რომ არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილებს – სურვილს, რომ სრულიად ინტეგრირებული გახდნენ ევროკავშირში“  – აცხადებს მილერი.

მისი შეფასებით, საქართველოს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელიც მის მოქალაქეებს ემსახურება და საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებაზე მუშაობს.

„თუ იქნება მიღებული, შემოთავაზებულ კანონმდებლობას შეუძლია გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს, ორგანიზაციების სტიგმატიზაცია მოახდინოს, რომლებსაც ეს სარგებელი საქართველოს მოქალაქეებთან მიაქვთ, ხელი შეუშალოს დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ, რათა ქართველებს მაღალი ხარისხის ინფორმაციისადმი ჰქონდეთ წვდომა. კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა შეუსაბამოა, თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა. ყველა მხარეს მოვუწოდებთ მშვიდობიანი შეკრების უფლება დაიცვან”, – აცხადებს მილერი.

 

მსგავსი თემები