საგამოძიებომ ელისაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, დეპუტატი დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში, სადაც მოხდება გამოძიების ფარგლებში მისი გამოკითხვა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს, კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ელისაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატს დაზიანებები აქვს სახის არეში და აღენიშნება ნეკნის მოტეხილობა.

თავად ელისაშვილი აცხადებს, რომ პოლიციამ მასზე საპატრულოს ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის მითითებით იძალადა.

მსგავსი თემები