”ძლიერდება რუსეთის მხრიდან ზეწოლა“ – პრეზიდენტი

„ევროპის კართან ვართ. ამ დროს ძლიერდება რუსეთის მხრიდან ზეწოლა, რაც გასაკვირი არ არის. ზეწოლა ძლიერდება კანონის საშუალებით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერისა და დაფინანსების წინააღმდეგ პუტინის კანონის ასლია“ – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი  France Info-სთან ინტერვიუში.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, “ამ მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები.”

„მოსახლეობა მყარადაა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეძლებს უკან დაახევინოს მთავრობას, რომელმაც ეს კანონი ერთ წელიწადში მეორედ შემოიტანა სავარაუდოდ, მოსკოვის მოთხოვნით, მაგრამ ამ მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება“ –  ამბობს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები