ანტალიაში დაფუძნებულ ავიაკომპანიას ევროკავშირმა საჰაერო სივრცე დაუხურა

ავიაკომპანია  Southwind Airlines ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ვერ იფრენს. ავიაკომპანია რეისებს საქართველოდანაც ასრულებდა თუმცა, რუსეთთან კავშირის გამო, მისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცე ჩაიკეტა.

ფინეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებული მოკვლევით, Southwind-ი, რომლის ოფიციალური სახელი Cortex Aviation and Tourism Trade-ია, საკუთრებაზე კონტროლის დიდ ნაწილს რუსეთში ფლობდა. რის გამოც  ფინეთმა Southwind-ის ანტალია-ჰელსინკის რეისი გააუქმა. მარტის ბოლოდან კი ავიაკომპანიას საკუტარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა.

ავიაკომოანიას საფაერო სივრცე ბრიუსელმაც დაუხურა.  ევროკავშირმა გაერთიანების ყველა ქვეყანას ოფიციალურად აცნობა, რომ Southwind Airlines-ს, სანქციების რეგულაციების შესაბამისად, ევროკავშირის ტერიტორიაზე ფრენა აკრძალული აქვს.

კონკრეტული ავიაკომანია 2022 წელს ანტალიაში დაარსდა და მისი მიზანი სანქციების  შემდეგ, რუსი ტურისტების თურქეთში გადაყვანა იყო.

Southwind Airlines-ი  თბილისის აეროპორტიდან ანტალიის მიმართულებით პირველად  2022 წლის 21 აგვისტოს გაფრინდა.

მსგავსი თემები