რუსეთის მტკიცებით, დაღესტანში Crocus City Hall-ზე თავდასხმის დამფინანსებლები დააკავეს

რუსეთის მტკიცებით, დაღესტანში Crocus City Hall-ზე თავდასხმის დამფინანსებლები დააკავეს. დაკავებულია ოთხი ადამიანი, რომლებიც, რუსეთის უსაფრთხოების ძალების მტკიცებით, კასპიის ზღვაში ტერაქტს გეგმავდნენ, რის შემდეგაც რუსეთის დატოვებას აპირებდნენ.

შეგახსენებთ, რომ 22 მარტს მოსკოვში, Crocus City Hall-ში თავდასხმა ჯგუფ “პიკნიკის” კონცერტის დაწყებამდე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ხალხი საკონცერტო დარბაზში იჯდა და კონცერტის დაწყებას ელოდებოდა, როცა დარბაზში სროლა დაიწყო. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. მოგვიანებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.

მსგავსი თემები