ერთი კაცის მმართველობა დასრულდა, დემოკრატია მთელი სისწრაფით წინ წავიდა – სტამბოლის მერი

ერთი კაცის მმართველობა დასრულდა, – განაცხადა სტამბოლის მერმა, ექრემ იმამოღლუმ.

„ისევე, როგორც სტამბოლმა მოგვცა ისტორიული გზავნილი ამ საღამოს, მან ასევე გადასცა გზავნილი მთავრობის წარმომადგენლებს. ერის მიერ მიცემული ინსტრუქცია არის ის, რომ ვისაც აირჩევენ, პატივი სცეს მათაც, ვინც არჩეულია. ერი თავად იძლევა ბრძანებას და მითითებებს და არა ერთი ადამიანი. ოფიციალური პირები ერისგან იღებენ მითითებებს. დღეიდან ამოიწურა ერთპიროვნული მმართველობის პერიოდი. ეს დასრულებულია. რესპუბლიკა და დემოკრატია ამიერიდან წინ წავიდნენ მთელი სისწრაფით“, – აღნიშნა იმამოღლუმ.

მსგავსი თემები