“ჩვენ, ჩვენ როდისღა ვბრუნდებით საქართველოში?” და გავეცი პასუხი რომელიც მეზიზღება! – “არ ვიცი, ტაო” – 10 წლის ემიგრანტი ბიჭის ემოციები

“10 წლის ტაო, საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა. საქართველოში სულ ალბათ ოთხჯერ ან ხუთჯერ არის ნამყოფი, მაგრამ გიჟდება მეჯვრისხევზე და საქართველოზე. ბებია ეწვია საფრანგეთში და დღეს უკან გააცილა საქართველოში. აეროპორტში ბებოს ცრემლი არ დაანახა, მაგრამ თვალს მოეფარა თუ არა გადმოყარა ცრემლები ღაპა ღუპით, რატომ წავიდაო… ბოლოს როგორც იქნა დამშვიდდა და დამისვა კითხვა რომელიც არ მიყვარს – “ჩვენ, ჩვენ როდისღა ვბრუნდებით საქართველოში?” და გავეცი პასუხი რომელიც მეზიზღება! – “არ ვიცი, ტაო”

პ.ს ემიგრანტობა ადვილი ნუ გგონიათ…” – წერს დაჩი გურგენიძე.

მსგავსი თემები