არჩევნებში გამარჯვებული ჩვენი დემოკრატიაა, არაფერია ხალხის ნებაზე ძლიერი – ერდოღანი

არჩევნებში გამარჯვებული ჩვენი დემოკრატიაა, არაფერია ხალხის ნებაზე ძლიერი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „31 მარტი ჩვენთვის არ არის დასასრული, არამედ გარდამტეხი მომენტია. მუნიციპალურ არჩევნებში თურქმა ერმა ისევ გამოიყენა საარჩევნო ყუთი პოლიტიკოსებისთვის თავისი გზავნილების გადასაცემად. შედეგების მიუხედავად, ამ არჩევნებში გამარჯვებული, პირველ რიგში, ჩვენი დემოკრატია, ეროვნული ნებაა. ყველამ, 85 მილიონმა ადამიანმა, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, მოიგო საარჩევნო მარათონი და თურქეთი არის გამარჯვებული“, – განაცხადა ერდოღანმა მოქალაქეებისადმი მიმართვისას. ბიულეტენების 90 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ მთავარი ოპოზიციური პარტია, „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ 37,32 პროცენტით ლიდერობს, ხოლო „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ” ხმების…

მეტი...

,,ჩამოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ვინმეს ვუშლით?” – ღარიბაშვილი ემიგრანტებს

ირაკლი ღარიბაშვილი ,,იაფფასიან კამპანიას” უწოდებს ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებსა და აქტივობებს. მისი თქმით, ,,პრეზიდენტი ვერ ეგუება” იმ აზრს, რომ მალე თანამდებობაზე აღარ იქნება. ,,ახლა მოიფიქრეს, რომ მოდით რაღაც დამატებითი უბნები დავამატოთ საზღვარგარეთ. არაფერი არ უშველით. რამდენი უბანიც არ უნდა დაამატონ, ამას გადაწყვეტს ხელისუფლება, მაგრამ ეს ყველაფერი არის მოგონილი. თუ ვინმეს უნდა დიასპორას, არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლიათ. არის საელჩოებში გახსნილი უბნები, ან ჩამოვიდნენ საქართველოში და მიიღონ მონაწილეობა. ვინმეს ვუშლით, თუ ეკრძალებათ? “, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მეტი...

შვედეთმა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 3,7 მილიონი დოლარი გამოყო

შვედეთის მთავრობამ უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით დაახლოებით 40 მილიონი შვედური კრონი (3,7 მილიონი დოლარი) გამოყო. როგორც შვედეთის მთავრობის პრესსამსახურში ამბობენ, სტოკჰოლმი ამ მხარდაჭერას გაეროს კვების პროგრამის მეშვეობით უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში შვედეთმა უკრაინელების მხარდასაჭერად 1,4 მილიარდი კრონი გამოყო. გასულ კვირას კი შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ ჯონსონმა დაადასტურა, რომ NATO-ში საბოლოო გაწევრიანების შემდეგ, ქვეყანა არ გამორიცხავს, რომ უკრაინას თავისი Gripen-ები (გამანადგურებელი თვითმფრინავები) მიაწოდოს.

მეტი...

შაბათ-კვირას ისრაელში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით

,,ჰამასის” მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების ოჯახის წევრები შეუერთდნენ მასშტაბურ საპროტესტო აქციას და ისრაელის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომისკენ მოუწოდეს. მომიტინგეები შეკრებილები იყვნენ თელ-ავივში, ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის გარეთ, ასევე, ისრაელის პარლამენტის წინ. ისრაელის პოლიციის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ კვირას დააკავეს ერთი პირი და ამოიღეს პიროტექნიკა. ცალკე, ღაზაში მძევლად მყოფი ისრაელელი ჯარისკაცის ოჯახმა განაცხადა, რომ კვირას ნეთანიაჰუსთან შეხვედრიდან “არანაირი კარგი ამბავი” არ გამოვიდა. 19 წლის ჯარისკაცის მამამ თქვა, რომ იმედოვნებდნენ რომ მოლაპარაკებების წინ კარგ ამბავს გაიგებდნენ, მაგრამ მსგავსი სიახლე ვერ მოისმინეს, მისივე თქმით, წუხან, რომ მოლაპარაკებების პროცესი ნელა მიმდინარეობს. კვირას ღამით გამართულ…

მეტი...

,,30 000 ქართველი, რომ წამოვიდეს, სასწაულ გარემოს შევქმნით” – ლაშა დვალი

30 000 ქართველი რომ წამოვიდეს, სასწაულ გარემოს შევქმნით, – ამბობს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლაშა დვალი ევროპის მომავალ ჩემპიონატზე, ქართველი გულშემატკივრების დასწრებასთან დაკავშირებით: ,,81 ათასი ადამიანი ეტევა სტადიონზე, გასაგებია, რომ თურქებით სავსეა გერმანია, მაგრამ ჩვენგან 30 000 არ უნდა ვიყოთ? არ ვიცი, წესით უნდა ვიყოთ. 30 000 ქართველი, რომ წამოვიდეს, სასწაულ გარემოს შევქმნით და მოლოდინი სიმართლე გითხრათ, ის მაქვს, რომ შეიძლება ამ ჯგუფში წარმატების მიღწევა მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ნაკრებები შეგვხვდა”, – ამბობს ლაშა დვალი. ევრო 2024 კი სტარტს 14 ივნისს აიღებს. საქართველოს ნაკრებს პირველი თამაში დორტმუნდში, 18 ივნისს, თურქეთის ეროვნულ…

მეტი...

რუსეთიდან უცხოელების დეპორტაცია დაიწყო

სანქტ-პეტერბურგში 400-ზე მეტი მიგრანტის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს, რომლებმაც რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, მიგრაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა დაარღვიეს. მთელი კვირის განმავლობაში სამართალდამცველები ე.წ. რეიდებს აწყობდნენ. არსებული ინფორმაციით, 5 დღის განმავლობაში სასამართლოებში, 600-მდე პირის საქმე შევიდა. 418 პირთან დაკავშირებით, ჯარიმის დაწესებასთან ერთად, მიღებულია დეპორტაციის გადაწყვეტილებაც. ამასთან, კიდევ 50 უცხოელს ქვეყნის დამოუკიდებლად დატოვება დაევალა.

მეტი...

უეფას პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს

უეფას პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს. ოფიციალურ წერილში, რომელიც ირაკლი კობახიძემ ალექსანდერ ჩეფერინისგან მიიღო, აღნიშნულია, რომ ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 ქალაქში ჩატარდება. „თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, უეფას სახელით მოგიწვიოთ ევრო 2024 ჩემპიონატზე დასასწრებად უეფას ვიპ-პროგრამის ფარგლებში. ტურნირი, რომელიც გამოავლენს ევროპის მე-17 ჩემპიონ გუნდს მამაკაცთა შორის, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 მასპინძელ ქალაქში გაიმართება. მას დაესწრებიან ფეხბურთის მოყვარულები მთელი ევროპიდან. უეფას ევროპის ტურნირი ყოველთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ჩემპიონატს – ეს არის მაღალი კლასის, გუნდური თამაშის და ფეხბურთის…

მეტი...

,,ყველა დანაშაულის კვალს უკრაინამდე მივყავართ” – რუსეთის საგარეოს მოთხოვნები კიევს

ყველა ამ დანაშაულის კვალს უკრაინამდე მივყავართ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა და კიევისგან ტერაქტების ყველა მონაწილის დაკავება და ექსტრადირება მოითხოვა. ,,22 მარტს მომხდარი სისხლიანი ტერორისტული აქტი, რომელმაც მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო, არ არის პირველი ტერაქტი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში. რუსეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ ყველა ამ დანაშაულის კვალს უკრაინამდე მივყავართ,” – წერია განცხადებაში. დიპლომატიურმა სამსახურმა უკრაინის ხელისუფლებას გადასცა მოთხოვნები ტერორისტული აფეთქებების აღკვეთის საერთაშორისო კონვენციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში და მოსთხოვა დაუყოვნებლივ დააკავოს პირები, რომლებიც ამ ტერაქტებში მონაწილეობდნენ და…

მეტი...

წინასწარი შედეგებით, თურქეთის დიდ ქალაქებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

თურქეთში მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგებით, ოპოზიციის კანდიდატებმა დიდ ქალაქებში გამარჯვება მოიპოვეს. მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ,,რესპუბლიკური სახალხო პარტიას” უპირატესობა აქვს მათ შორის ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ანკარა და სტამბოლი. ერდოღანმა მარცხი აღიარა და თქვა, რომ 31 მარტი არა დასასრული, არამედ გარდამტეხი მომენტია. მან აღიარა, რომ მისმა პარტიამ, ,,სამართლიანობის და განვითარების პარტია”, ვერ მიიღო შედეგები, როგორიც სურდათ და რასაც ელოდნენ. ,,შედეგების მიუხედავად, ამ არჩევნებში გამარჯვებული, პირველ რიგში, ჩვენი დემოკრატია, ეროვნული ნებაა”, – განაცხადა მან. ,,რესპუბლიკური სახალხო პარტიის” ლიდერმა, ოზგურ ოზელმა თქვა, რომ არჩევნების შედეგები ,,არავის დამარცხება არ იქნება”.

მეტი...

ღარიბაშვილი იცავს თავისნაირებს, კლანის წევრებს, წესიერ ადამიანებთან არასდროს იქნება ამ სასაცილო კაცმაცუნას ადგილი – უზენაესის ყოფილი მოსამართლე

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე, ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებებს ეხმაურება, რომლითაც ე.წ. ვეტინგის სისტემას ეწინააღმდეგება. ,,ირაკლი ღარიბაშვილი იცავს თავისნაირებს (კლანის წევრებს, ე.წ. მსხვერპლებს), აბა წესიერ ადამიანებთან არასდროს არ იქნება ამ სასაცილო კაცმაცუნას ადგილი. ცოტა ხანში მოგვთხოვს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს კომპენსაცია გადავუხადოთ და გამაჯანსაღებელი აბაზანები დავუნიშნოთ. კარგი ეს გასაგებია, მაგრამ ამ ადამიანების მსხვერპლებს რას უპირებთ ბატონო ირაკლი?”, – წერს ალავიძე.

მეტი...

დღეიდან, წერეთელსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

დღეიდან, წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. ისინი, ვინც წერეთელსა და მიმდებარე ქუჩებზე ცხოვრობს, საკუთარი ავტომობილების სანომრე ნიშნების რეგისტრაციის შემთხვევაში, მანქანის გაჩერებას დაბრკოლების გარეშე შეძლებენ. ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასოა შშმ პირებისთვის, ელექტროავტომობილის მფლობელებისა და „A” კატეგორიის ტაქსებისთვის. სხვა შემთხვევაში, ტარიფის ღირებულება 1 საათი 1 ლარია.

მეტი...