,,აღარ არის სიჩუმის და იმის დრო, რომ რაღაც ეთიკური სტანდარტებით შევიზღუდოთ” – კეთილსინდისიერების ტესტის მოწინააღმდეგე მოსამართლე

,,აღარ არის სიჩუმის და იმის დრო, რომ რაღაც ეთიკური სტანდარტებით შევიზღუდოთ”, – ამბობს უზენაესი სასამართლოს წევრი, ლევან თევზაძე, რომელიც ე.წ. ვეტინგის სისტემას ეწინააღმდეგება.

,,მე ვფიქრობ, აღარ არის სიჩუმის და იმის დრო, რომ რაღაც ეთიკური სტანდარტებით შევიზღუდოთ… იმიტომ, რომ საფრთხის ქვეშ დგას ჩვენი, პირადად ჩემი და ჩემი კოლეგების დამოუკიდებლობა, იმ კუთხით, რომ მავანს სურს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება…

ამ “ვეტინგებით”… ამ რაღაც რეფორმებით ცდილობენ თავიანთი მიზნების განხორციელებას. აქედან გამომდინარე, მე ჩემს ხელთ არსებულ ყველა რესურსს, იქნება ეს ფეისბუკი, სატელეფონო კომენტარი, პირადი ჩაწერა – გამოვიყენებ იმისათვის, რომ დავიცვათ განცხადების სულისკვეთება იქნება თუ სასამართლოს დამოუკიდებლობა. მე ეთიკური სტანდარტებით ნამდვილად აღარ ვაპირებ შევიზღუდო და ვაიმე დედა, ვერ მივცემ განმარტებას და კომენტარს,” – განაცხადა თევზაძემ 11 მარტს ჩატარებული პლენუმის სხდომაზე, რომლის აუდიოჩანაწერებიც “ნეტგაზეთმა” გამოითხოვა.

მსგავსი თემები