რუსეთში 13 მაღაროელი ვერ იპოვეს – სამაშველო ოპერაცია შეწყდა

რუსეთში, ამურის ოლქში მდებარე მაღაროში [Pioneer] სამაშველო ოპერაცია შეწყდა. 13 მუშა, რომლებიც 18 მარტს ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ჩამონგრეულ მაღაროში დაიკარგნენ, ვერ იპოვეს. მაღაროს მმართველმა კომპანიამ სამძებრო სამუშაოების შეწყვეტის მიზეზად კლდის განმეორებითი ჩამონგრევისა და დატბორვის საფრთხე დაასახელა.

გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ტექნიკური საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე მიიღეს, რომელშიც სამი სპეციალიზებული საპროექტო ინსტიტუტის, პიონერის მაღაროსა და რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ.

ოფიციალურ განცხადებაში არ არის ნათქვამი, რომ დაკარგული მაღაროელები დაიღუპნენ, თუმცა გამოთქმულია სამძიმარი მათი ოჯახებისთვის და ნათქვამია, რომ ისინი კომპენსაციას მიიღებენ.

ცნობისთვის, გასულ კვირას მაღაროს მმართველი დირექტორი ალექსეი ბირიუკოვი დააკავეს. მას უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა ედება ბრალად.

მსგავსი თემები