გერმანიაში საფეხბურთო ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა იწყება

გერმანიაში საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისები შესრულდება და  ბილეთების ფასები 295 ევროდან დაიწყება.

ფრენების განრიგი კი  შემდეგია:

თბილისიდან დორტმუნდში – 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს);

თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს);

თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).

„პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს. ავიაბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში. www.georgian-airways.com“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე, აღნიშნავენ, რომ ვებ-გვერდზე ტექნიკური ხარვეზის გამო ავიაბილეთების რეალიზაცია დაგეგმილ დროს, 13:00 საათზეე ვერ დაიწყო.

„ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის! ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე მიმდინარეობს გაყიდვების ოფისში: რუსთაველის გამზ. 12-ში და პარტნიორ სააგენტოებში. ვებ-საიტზე ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ინფორმაციას დამატებით გაცნობებთ“,- აცხადებენ „ჯორჯიან ეარვეისში“.

 

მსგავსი თემები