აპრილის პირველ კვირაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შინაური ცხოველების მეპატრონეების ცნობიერების ამაღლების კვირეული აღინიშნება

ყოველწლიურად, აპრილის პირველ კვირაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შინაური ცხოველების მეპატრონეების ცნობიერების ამაღლების კვირეული აღინიშნება.

კვირეულის მიზანია ცხოველის მოვლისა და გასეირნების წესების შესახებ მეპატრონეების ინფორმირება.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის მიხედვით, პატრონი ვალდებულია, რომ ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი დასუფთავება.

აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომები დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟები ყოველდღიურ რეჟიმში გადაადგილდებიან დედაქალაქის მასშტაბით ქუჩებში, პარკებსა და სკვერებში და ცხოველების მეპატრონეების მხრიდან აღნიშნული წესის შესრულების მონიტორინგს ახორციელებენ. ეკიპაჟები, ასევე, ამოწმებენ მეპატრონეების მიერ ძაღლების გასეირნების წესების შესრულებას. მათი ინფორმირებულობის მიზნით კი სააგენტო დედაქალაქის მასშტაბით, პარკებსა და სკვერებში, საინფორმაციო ხასიათის დაფებს ათავსებს, სადაც ცხოველების გასეირნების წესები და პატრონის ვალდებულების შესახებ ინფორმაცია არის მითითებული.

მსგავსი თემები