„მისაღებში შემიძლია ლეიბები დავაფინო და დარჩნენ ჩემთან“ – ბუდუ ზივზივაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე ქართველ გულშემატკივრებს გერმანიაში, საკუთარ სახლში დარჩენას კვლავ სთავაზობს.

„სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან დიდი სახლი არ მაქვს, მაგრამ არ არის პრობლემა, შემიძლია, მისაღებ ოთახში მივწიო-მოვწიო რაღაცები, ლეიბები დავაფინო. ამიტომ, შეუძლიათ, რომ დარჩნენ ჩემთან. ამ დროს მე ალბათ შეკრებაზე ვიქნები, სასტუმროში ნაკრებთან ერთად. ამიტომ, მაგ საკითხზე ჩემს ოჯახთან უნდა გაიარონ კონსულტაციები, ვისაც სურვილი ექნება, რომ ჩემთან დარჩეს“, – ამბობს ზივზივაძე „ტაიმ აუტში”.

მსგავსი თემები