ისრაელის შეიარაღებული ძალები მზად არიან იმოქმედონ რაფაჰში და განახორციელონ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია – ნეთანიაჰუ

ისრაელი ღაზის სექტორსა და ლიბანის საზღვარზე ჰეზბოლას წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები მზად არიან, იმოქმედონ რაფაჰში და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე იზრუნონ.

განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუმ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ოპერაცია რამადანის, შეერთებული შტატების წნეხის ან „ნებისმიერი შეფერხების“ გამო არ გადაიდება.

„ამას გარკვეული მომზადება სჭირდება, თუმცა დიდი დრო არა. ვერაფერი შეგვაჩერებს, ვერც აშშ-ის წნეხი“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

მსგავსი თემები