ცინიკური და შეურაცხმყოფელია, დასაბრუნებლად რატომ არ გვეპატიჟებიან? – ემიგრანტების პასუხი ღარიბაშვილს

,,ქართული ოცნება” ემიგრანტებს დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაზე უარს ეუბნება. სამშობლოდან წასულ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ირაკლი ღარიბაშვილმა კი აქ ჩამოსვლა ურჩია.

ემიგრანტები ,,ოცნების” თავმჯდომარეს პასუხობენ და მის პოზიციას ,,ცინიკურსა” და ,,შეურაცხმყოფელს” უწოდებენ:

,,ცინიკური განაცხადია, რაც გააკეთა ღარიბაშვილმა და შეურაცხმყოფელი. ჩვენს ქალაქში ემიგრანტები მოტივირებულები არიან, რომ საკონსულო აღრიცხვა გაიარონ იმის მოლოდინით, რომ 50 რეგისტრირებული ემიგრანტის შემთხვევაში გაგვიხსნიან დამატებით უბანს. და ამ დროს გამოდის ბატონი ღარიბაშვილი და აკეთებს ასეთ ცინიკურ განცხადებას. ეს არის ის, რომ საზოგადოებად ისინი არ გვთვლიან. რა თქმა უნდა, გადაადგილება არის დიდი პრობლემა. ჯერ მარტო მადრიდში და აღარაფერს ვამბობთ საქართველოში ხმის მისაცემად მხოლოდ. დასაბრუნებლად რატომ არ გვეპატიჟებიან?”, – ამბობს სამოქალაქო პლატფორმა ,,თაობები ქვეყნისთვის” წევრი, ნათია ბასიაშვილი.

მსგავსი თემები