კლინიკა ,,იმედის” დაზარალებულებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს

კლინიკა ,,იმედის” დაზარალებულებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სამშობიარო სახლის ექიმების პასუხისგებაში მიცემას და სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

მათი თქმით, ექიმების დაუდევრობისა და არასწორად ჩატარებული მკურნალობის შედეგად მათი ოჯახის წევრების და ახლობლების ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნათ.

დაზარალებულებს რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ და დაპირდნენ, რომ კლინიკის საქმიანობას შეისწავლიან. როგორია თავად ,,იმედის” პოზიცია, სავარაუდოდ დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

მსგავსი თემები