2 წელი ბუჩას დეოკუპაციიდან – ქალაქი, რომლსაც სასტიკად გაუსწორდნენ

ბუჩას 1-თვიანი ოკუპაცია 2022 წლის 31 მარტს დასრულდა. საბრძოლო მასალისა და ადამიანური რესურსის სიმწირის გამო, რუსულმა არმიამ უკან დაიხია და თავი ბელარუსს შეაფარა. გათავისუფლებულ რეგიონში უკრაინელ ჯარისკაცებსა და მსოფლიო მედიის წარმომადგენლებს, უმძიმესი სურათი დახვდათ.

ათობით მშვიდობიანი მოქალაქე აგრესორმა პირდაპირ ქუჩაში დახვრიტა. სამოქალაქო პირებს აწამებდნენ და კლავდნენ სარდაფებში. ასობით ადამიანის ცხედარს მიაკვლიეს მასობრივ საფლავებში. ცეცხლს უხსნიდნენ საევაკუაციო ტრანსპორტს, მათ შორის – ავტომობილებს წარწერით “ბავშვები”.

ოფიციალური ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ბუჩაში უკრაინის 700-ზე მეტი მოქალაქე მოკლეს. ცხედრების უდიდესი ნაწილის იდენტიფიცირება ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგაც ვერ ხერხდება.

მსგავსი თემები