რუსეთის მიერ გაშვებული 22 ,,შაჰიდიდან” 17 ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 22 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 17 გაანადგურეს. მათი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა დრონები რუსეთის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს. ისინი ხარკოვის ოლქს უტევდნენ S-300/S-400 ტიპის რაკეტებითაც, სუმის ოლქს კი X-59 ტიპის მართვადი საჰაერო რაკეტებით. ,,საბრძოლო სამუშაოების შედეგად, ჩამოვაგდეთ 17 “შაჰიდი” კიევის, პოლტავის, ხმელნიცკის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის, ზაპორიჟიესა და რივნეს რეგიონებში,” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,პუტინმა იცის შიშის დათესვა, მაგრამ თავად NATO-სთან ომის ეშინია” – კალასი

,,პუტინმა იცის შიშის დათესვა, მაგრამ თავად NATO-სთან ომის ეშინია”. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრმა კაია კალასმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ,,ის დიდი ხანია იმუქრება ბირთვული ომით. მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია. ის ძალიან კარგად თესავს შიშს ჩვენს საზოგადოებებში. ის უსმენს იმას, რისიც გვეშინია, და თუ ჩვენ გვეშინია ბირთვული ომის, ის ამყარებს ამ შიშებს. ამის შემდეგ ჩვენს საზოგადოებას სურს შეაჩეროს თავისი ქმედებები… თუ გვეშინია, ვიწყებთ თავის შეკავებას. და ეს არის ის, რაც პუტინს სურს… ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რისი ეშინია პუტინს. და მას რეალურად ეშინია NATO-სთან ომის. მას ეს არ სურს. რა თქმა…

მეტი...

,,ვულოცავ ვლადიმერ პუტინს არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვებას” – მედვედევი

,,ვულოცავ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვებას”. წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ტელეგრამის საკუთარ არხზე. შეგახსენებთ, რომ პუტინის საპრეზიდენტო არჩევნები პარასკევს, 15 მარტს დაიწყო და საარჩევნო უბნები 17 მარტს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიხურა. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით ხდება. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობს. რუსეთი “არჩევნებს” მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც ატარებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს.

მეტი...

ვარშავაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ვარშავაში, ბრენდული ჩანთების ქურდობისთვის, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ, ეჭვმიტანილი მოპარული ჩანთების ლომბარდში ჩაბარების მცდელობისას აიყვანა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, 35 წლის კაცი მოპარულ ჩანთებს მაისურის ქვეშ მალავდა. პოლიციამ ინფორმაცია მაღაზიის მოლარესთან გადაამოწმა. ვარშავის საოლქო პროკურორის მოთხოვნით, სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს განმეორებითი მოქმედების პირობებში, დაახლოებით 2 500 ლარის ღირებულების ქონების ქურდობისთვის 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მეტი...

,,რუსეთში არჩევნები აშკარად არ არის თავისუფალი და სამართლიანი” – კირბი

,,რუსეთში არჩევნები აშკარად არ არის თავისუფალი და სამართლიანი იმის გათვალისწინებით, რო პუტინმა პოლიტიკური ოპონენტები დააპატიმრა და მის წინააღმდეგ კენჭისყრაში სხვებს ხელი შეუშალა”. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ პუტინის საპრეზიდენტო არჩევნები პარასკევს, 15 მარტს დაიწყო და საარჩევნო უბნები დღეს, 17 მარტს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიხურა. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით ხდება. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობს. რუსეთი “არჩევნებს” მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც ატარებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს.

მეტი...

პუტინმა ახსენა ნავალნის გვარი და დაადასტურა, რომ განიხილავდა მის გაცვლას

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კვირას საღამოს თავის საარჩევნო შტაბში გამოსვლისას ღიად ახსენა ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომლის გვარის ხსენებასაც, როგორც წესი, თავს არიდებდა და მის გარდაცვალებას კოლონიაში “სამწუხარო მოვლენა” უწოდა. ,,რაც შეეხება ბატონ ნავალნის. დიახ, ის გარდაიცვალა, ეს ყოველთვის სამწუხარო მოვლენაა. ბატონი ნავალნის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ზოგიერთმა კოლეგამ, ზოგიერთმა ადამიანმა მითხრა, რომ არსებობს იდეა, გაცვალონ ბატონი ნავალნი დასავლეთის ქვეყნებში ციხეში მყოფ ადამიანებზე. შეგიძლიათ დამიჯეროთ, ან არა, პირს, ვინც მელაპარაკებოდა, ჯერ არ ჰქონდა დასრულებული წინადადება და მე ვუთხარი: “თანახმა ვარ”. მხოლოდ ერთი პირობით: ვცვლით, რომ არ დაბრუნდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა”, – თქვა პუტინმა.

მეტი...

,,თავს გრძნობენ კარგად, საჭმელს, სასმელს აძლევენ” – მექსიკის საზღვართან გატაცებული ქართველები ტყვეობაში რჩებიან

თითქმის 5 დღეა საქართველოს მოქალაქეები მექსიკაში, დანაშაულებრივი ჯგუფის ტყვეობაში არიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განახლებული ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. შაბათს მათ განაცხადეს, რომ მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზე იყვნენ და მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს არკვევდნენ. ,,თავს გრძნობენ კარგად. საჭმელს აჭმევენ, სასმელს აძლევენ, არ სცივათ, არ სწყურიათ. როგორც ვიცით, რაღაც ნაწილი თანხა შეიკრიბა, თანხის რაღაც ნაწილს ელოდებიან. მეტი ინფორმაციის გავრცელების უფლება არ გვაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ინტერესია, თითოეულმა მათგანმა თავი იგრძნოს კარგად და დაცულად. ადამიანის სიცოცხლეზეა ხომ აქ საუბარი. მათგან იყო ეს მოთხოვნა და თხოვნა იყო ამასთან ერთად, რომ გავჩერებულიყავით და…

მეტი...

პუტინი არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს და მხარდამჭერებს მადლობას უხდის

პუტინი არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს და მხარდამჭერებს მადლობას უხდის. ამის შესახებ მან საკუთარ შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მან ასევე თქვა, რომ “რუსეთის შემდგომი წინსვლისთვის პირობები არსებობს, რის შედეგადაც ქვეყანა უფრო ძლიერი და ეფექტური იქნება”. მისივე თქმით, “გეგმები გრანდიოზულია და მათ შესასრულებლად ყველაფერი გაკეთდება”. ამ დროისთვის კი, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ბიულეტენების 50%-ზე მეტი. როგორც რუსული პროპაგანდისტული მედია უწყებაზე დაყრდნობით წერს, არჩევნებში პუტინი იმარჯვებს და მან ხმების დაახლოებით 87% აიღო. შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები პუტინის საწინააღმდეგო აქციების, სახელწოდებით: “შუადღე პუტინის წინააღმდეგ” ფონზე მიმდინარეობდა. დემონსტრაციები გაიმართა როგორც რუსეთის ქალაქებში, ისე საზღვარგარეთ.…

მეტი...

დღეს საქართველოს იენს სტოლტენბერგი ეწვევა

დღეს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ეწვევა. 14:50 საათზე ის შეხვდება პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. სროლტენბერგი, ასევე შეხვდება პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს. 17-19 მარტს სტოლტენბერგს დაგეგმილი აქვს ვიზიტები სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.

მეტი...

ჭკვიანი, თანამედროვე, ელექტრო და უპილოტო ავტომანქანები – რაპორტაჟი ჩინეთიდან

ეს ქალაქი ლიუჟოუა, გუანქსის პროვინცია. ეს ქალაქი ცნობილია როგორც ინდუსტრიული ქალაქი, სადაც საავტომობილო ინდუსტრია პირველი საყრდენია. ლიუჟოუ არის ერთადერთი პრეფექტურის დონის ქალაქი ჩინეთში, სრული დიაპაზონის მანქანების მწარმოებელი საწარმოებით. ეს მინი ელექტრომობილები ქალაქის უნიკალურ პეიზაჟად იქცა. დეტალები კი ვიდეორეპორტაჟში. ეკა გულუა ლიუჟოუდან

მეტი...